Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ თავისი თავმჯდომარე


ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ თავისი თავმჯდომარე სერგეი სტანიჩევი დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ თავისი თავმჯდომარე სერგეი სტანიჩევი დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.
როგორც სოციალისტური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე რუმენ პეტკოვმა პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, სტანიჩევს ერთი კვირა ეძლევა მთავრობის შესაქმნელად. 25 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტებმა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს, მაგრამ არა საკმარისი საპარლამენტო უმრავლესობისთვის. ამის გამო სოციალისტებმა (ყოფილმა კომუნისტებმა) სათმავრობო კოალიცია უნდა ჩამოაყალიბონ, რისთვისაც მოლაპარაკებას აწარმოებენ ყოფილ პრემიერ-მინისტრ სიმეონ საქსე-კობურგის პარტიასთან (ეროვნულ მოძრაობასთან) და თურქული უმცირესობის პარტიასთან. თურქული უმცირესობის პარტია კოალიციაში შესვლას უკვე დაყაბულდა.
XS
SM
MD
LG