Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორის ყველაზე დიდ ებრაულ


ღაზის სექტორის ყველაზე დიდ ებრაულ დასახლებაში, ნევე დეკალიმში, სამშაბათს შეთაკება მოხდა ისრაელის სამხედროებსა და იმ მოსახლეებს შორის,

ღაზის სექტორის ყველაზე დიდ ებრაულ დასახლებაში, ნევე დეკალიმში, სამშაბათს შეთაკება მოხდა ისრაელის სამხედროებსა და იმ მოსახლეებს შორის,
რომლებიც უარს ამბობენ თავიანთი სახლების დატოვებაზე. "ჩვენ აქა ვართ, ვინაიდან ჩვენ ჩვენი სამშობლოს, ისრაელის ერთგულები ვართ. ეს მიწა ებრაელ ხალხს ეკუთვნის," განაცხადა ერთმა ებრაელმა მოსახლემ. კიდევ ერთი ებრაული დასახლების, რაფია იამის მახლობლად დემონსტრაცია მოაწყო პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა. დემონსტრაცია გაიმართა ქალაქ ღაზაშიც. მასზე გამოვიდა ავტოანომიის პრემიერ-მინისტრი აჰმედ ყურეი. მისი თქმით, პალესტინელები ოკუპაციის ყოველ კვალს გაწმენდენ. ჯერჯერობით მთლიანად ევაკუირებულია 21-დან ხუთი ებრაული დასახლება ღაზის სექტორში და ოთხიდან ორი დასახლება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. დასახლებების ლიკვიდაცია 4 სექტემბრისთვის უნდა მოხდეს.

XS
SM
MD
LG