Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის დასავლეთში, სირიის საზღვართან ახლოს


ერაყის დასავლეთში, სირიის საზღვართან ახლოს წარმოებულ ოპერაციას შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის ხუთი მეზღვაური შეეწირა.

ერაყის დასავლეთში, სირიის საზღვართან ახლოს წარმოებულ ოპერაციას შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის ხუთი მეზღვაური შეეწირა.
ეს ინფორმაცია შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა გაავრცელა. ცნობილი აგრეთვე, რომ მოკლულია 16 ექსტრემისტი. ამ მხარეში შეერთებული შტატების და ერაყის ძალები "ფოლადის ფარდად" წოდებულ ოპერაციას ახორციელებს. ოპერაციის მიზანი მეამბოხეების გაუვნებელყოფაა. პარალელურად, წამების საკითხებში გაეროს ექსპერტი, მანფრედ ნოვაკი, აცხადებს, რომ შეერთებული შტატების და ერაყის ციხეებში წამების პრაქტიკის შესასწავლად დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებაა საჭირო. ნოვაკმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც გასულ კვირა დღეს, ბაღდადის შინაგან საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების ძალების მიერ განხორციელებული რეიდის დროს 170 პატიმარი აღმოაჩინეს. მათი უმეტესობა სუნიტი იყო.
XS
SM
MD
LG