Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში პოლიციამ წყლის ჭავლით და


ბაქოში პოლიციამ წყლის ჭავლით და ხელკეტებით დაშალა ოპოზიციის მომხრეთა აქცია. აქციის ათასობით მონაწილე 6 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდა.

ბაქოში პოლიციამ წყლის ჭავლით და ხელკეტებით დაშალა ოპოზიციის მომხრეთა აქცია. აქციის ათასობით მონაწილე 6 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდა.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული ბიური იუწყება, რომ დაშავებულია სულ მცირე 10 ადამიანი – მათ შორის აზერბაიჯანის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ავაზ ტემირხანი. პოლიცია ბაქოს თავისუფლების მოედანზე მას შემდეგ მივიდა, რაც ოპოზიციის ლიდერებმა მომხრეებს მოთხოვნების დაკაყოფილებამდე აქციის გაგრძელებისკენ მოუწოდეს. ოპოზიციის ლიდერმა, ალი კერიმლიმ, სამართალდამცავი ორგანოები ხალხის წინააღმდეგ ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პოლიცია მოედნიდან ქალების და ბავშვების წასვლას არ დაელოდა. მაგრამ ბაქოს პოლიციის უფროსის მოადგილემ, იაშარ ალიევმა, ეს ბრალდება უარყო: [ალიევის ხმა]: "ჩვენი წარმომადგენლები ტრიბუნაზე ასვლას შეეცადნენ, რათა ხალხისთვის მიემართათ. მაგრამ ეს დაგვიანებული აღმოჩნდა. აქციის მონაწილეებს უკვე დაწყებული ჰქონდათ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია. მათმა ლიდერებმა ჩვენ ყური არ გვათხოვეს, და არც იმის საშუალება მოგვცეს, რომ აქციის მონაწილეებისთვის მიგვემართა". ამ მოვლენას შეერთებული შტატები გამოეხმაურა, და განაცხადა, რომ გმობს გაუმართლებელი ძალის გამოყენებას მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც შეკრების თავისუფლების უფლებას მშვიდობიანად იყენებდნენ.
XS
SM
MD
LG