Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას


რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ბოლოს უღებს დაპირისპირებას ბუნებრივი აირის ფასის გარშემო.

რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ბოლოს უღებს დაპირისპირებას ბუნებრივი აირის ფასის გარშემო.
ამ დაპირისპირების გამო კომპანია "გაზპრომმა" უკრაინას კვირას შეუწყვიტა გაზის მიწოდება. განცხადება მიღწეული გარიგების შესახებ დღეს გაკეთდა მოსკოვში მას შემდეგ, რაც გაიმართა მოლაპარაკება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ რუსულ მონოპოლისტ კომპანია "გაზპრომის" და უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია "ნაფტოგაზის" წარმომადგნლებს შორის. ინფორმაცია შეთანხმების დეტალებზე "ნაფტოგაზის" ხელმძღვანელმა, ოლექსი ივჩენკომ გაავრცელა: [ივჩენკოს ხმა] “ვიყიდით სხვადასხვა წარმომავლობის გაზს - როგორც რუსეთის, ისე შუა აზიისა - კომპანია "როსუკრენერგოსაგან". გაზის ფასი იქნება 95 ამერიკული დოლარი 1000 კუბურ მეტრში უკრაინა-რუსეთის საზღვარზე”. მიღწეული 5-წლიანი შეთანხმების საფუძველზე "გაზპრომი" ბუნებრივ აირს მიჰყიდის (1000 კუბურ მეტრში 230-თ დოლარად) რუსულ-უკრაინულ ერთობლივ სავაჭრო კომპანიას. შემდეგ ეს ფირმა განახორციელებს რუსული გაზის კომბინირებას შუა აზიის ბუნებრივ აირთან, რომლის ტრანზიტიც რუსეთის ტერიტორიაზე ხორციელდება და მიჰყიდის უკრაინას 95-ტ დოლარად 1000 კუბურ მეტრში. იმავდროულად, გაძვირდა რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG