Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი 100 მლნ დოლარით დაეხმარება


ევროკავშირი 100 მლნ დოლარით დაეხმარება ფრინველის გრიპის წინააღმდეგ მიმართული ზომების დაფინანსებაში ამ დაავადების

ევროკავშირი 100 მლნ დოლარით დაეხმარება ფრინველის გრიპის წინააღმდეგ მიმართული ზომების დაფინანსებაში ამ დაავადების
გამო საფრთხეში მყოფ ქვეყნებს. ამის შესახებ დღეს ბრიუსელში განაცხადა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა. მომავალ კვირაში ჩინეთში მოეწყობა ფრინველის გრიპთან დაკავშირებული საკითხებისადმი მიძღვნილი დონორთა კონფერენცია. ვირუსმა მსოფლიოში (უწინარეს ყოვლისა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში) 80-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამასთან, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ადამიანის ინფიცირება ყველა შემთხვევაში მოჰყვა დაავადებულ ფრინველთან უშუალო შეხებას, ანუ, ვირუსი არ გავრცელებულა ადამიანიდან ადამიანზე.
XS
SM
MD
LG