Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მუშაობს საქართველოს ენერგოსისტემა


ბუნებრივი აირით საქართველოს მომარაგებაში არსებულ პრობლემებს კლიმატური პირობების გაუარესებაც დაემატა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში არსებული ვითარება.


ძირითადად, რუსეთიდან იმპორტირებულ გაზსა და ელექტროენერგიაზე დამოკიდებული საქართველოს ენერგეტიკა ამ დღეებში სომხეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის გარეშეც დარჩა, შემცირდა აზერბაიჯანიდან მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობაც. რით იკვებება საქართველოს ენერგოსისტემა და როგორ მუშობს იგი?

ამჟამად საქართველოს აზერბაიჯანიდან 2,5 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება, ნაცვლად შეთანხმებული 5 მილიონისა. იმპორტირებული ბუნებრივი აირი შემდეგნაირად ნაწილდება: 1 მილიონი კუბური მეტრი გაზით თბილისის მარჯვენა სანაპიროს მომარაგება ხერხდება, რაც დედაქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს. გაზის მეორე ნაწილს, 1,5 მილიონ კუბურ მეტრს კი, თბილისის თბოელექტროსადგურის მეცხრე ენერგობლოკი მოიხმარს. ძირითადად, მეცხრე ენერგობლოკის დამსახურებაა ის, რომ ელექტროსისტემა გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ახერხებს. საქართველოს სათბობ- ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, თბილისს და საქართველოს დიდ ნაწილს ელექტროენერგია თითქმის შეზღუდვების გარეშე მიეწოდება:

[ნიკა გილაურის ხმა]

ნიკა გილაური ირწმუნება, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტა მხოლოდ ქვესადგურებზე მომხდარი ავარიების გამო ხდება. უგაზოდ დარჩენილი მოსახლეობა ელექტროენერგიას გათბობის მიზნით იყენებს, რაც ელექტროსისტემის გადატვირთვას და ავარიებს იწვევს.

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებასთან წინააღმდეგობაში მოდის თელასის ტექნიკური დირექტორის ალგირდას კირლისის განცხადება, რომელიც დღის მანძილზე ელექტროენერგიის მცირე შეზღუდვებზე საუბრობს:

[ალგირდას კირლისის ხმა] ”ჩვენ განვტვირთავთ ბლოკს 200 მეგავატამდე, რათა გაზის ეკონომია გავაკეთოთ საღამოს მაქსიმუმამდე. და შეიძლება ქალაქში იყოს მცირე შეზღუდვები, სადღაც 20 მეგავატამდე, მაგრამ, მე მგონი, ამას მოსახლეობა ვერ იგრძნობს.”

თუმცა კი თბილისისთვის უჩვეულო სიცივესა და თოვლში მოსახლეობა განსაკუთრებით მგრძნობიარეა ენერგომატარებლების მიმართ.

[მოსახლეობის ხმა]

ამ ქალბატონის გარდა, ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა შეშით გლდანი-ნაძალადევის რაიონის ის მოსახლეობაც მოამარაგეს, რომლებიც ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქვესადგურზე მომხდარი ავარიის გამო უდენოდ დარჩნენ ქუთაისში განსახლებული აფხაზეთიდან დევნილები, რომლებმაც საპროტესტო აქციაც კი გამართეს.

[აქციის ხმა] ”ორი დღეა არ გვაქვს...

ამ ქალბატონის კითხვაზე პასუხის გაცემას ხელისუფლება რუსეთიდან გაზის მოწოდების აღდგენას უკავშირებს, თუმცა საქართველოს საზღვართან აფეთქებული გაზსადენის შეკეთების პროცესი ყოველდღე ჭიანურდება. რუსეთის მხარის ინფორმაციით, გაზსადენის შემოწმებისას დამატებითი ხარვეზები აღმოაჩინეს და მათ შეკეთებას 1-2 დღე კიდევ დასჭირდება. ასეთი განცხადებებით უკმაყოფილებას ვერ ფარავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

[სააკაშვილის ხმა] ”ძალიან საეჭვოდ ყოვნდება ამ გაზის მილის აღდგენა....”

ასევე მილსადენზე ავარიის მომიზეზებითაა შემცირებული რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოსთვის გაზის მოწოდებაც. ამის მიზეზების გასარკვევად 25 იანვარს ბაქოში გაემგზავრა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური. მოსალოდნელია, რომ იგი ბაქოდან თეირანში გაემგზავროს, რადგან ირანმა 25 იანვარს საქართველოს ბუნებრივი აირით დახმარება შესთავაზა.
XS
SM
MD
LG