Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა
გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის მსვლელობაში განიხილეს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. "კონდოლიზა რაისის განცხადებით, განვლილი დღეების განმავლობაში საქართველოში შექმნილი მძიმე ენერგეტიკული მდგომარეობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო და ამასთან დაკავშირებით საგარეო უწყებას რუსეთის მხარესთან ყოველდღიური კავშირი ჰქონდა“, – იტყობინება 30 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური. მისივე ინფორმაციით, აშშ მზადაა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს.
XS
SM
MD
LG