ევროპის კავშირმა გადაწყვიტა, ურანის გამდიდრების შეწყვეტისკენ ოფიციალურად მოუწოდოს თეირანს,
ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე განსახილველად გადასცეს გაეროს უშიშროების საბჭოს. დღეს ბრიუსელსა და ლონდონში გაიმართა დიპლომატების შეხვედრები, რომელთა მონაწილეებმა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო წარმოშობილი კრიზისის მოგვარების გზებზე იმსჯელეს. ბრიუსელში ირანის დელეგაცია შეხვდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებს - ქვეყნებისა, რომლებიც ევროპის კავშირის სახელით მართავენ მოლაპარაკებას თეირანთან. ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯავად ვაედიმ მოლაპარაკება "დადებითად" შეაფასა, თუმცა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბრიტანელმა დიპლომატმა ჯონ სოერსმა აღნიშნა, რომ ირანს მოლაპარაკებაზე რაიმე ახალი წინადადება არ გამოუთქვამს.
დღესვე, ლონდონში, ტარდება შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრის - ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის - აგრეთვე, გერმანიის წარმომადგენელთა მონაწილეობით.