Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰიუმან რაითს უოჩი" ირანის მთავრობას


"ჰიუმან რაითს უოჩი" ირანის მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ასობით ავტობუსის მძღოლი და პროფკავშირის აქტივისტი,

"ჰიუმან რაითს უოჩი" ირანის მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ასობით ავტობუსის მძღოლი და პროფკავშირის აქტივისტი,
რომლებიც წინასწარ იქნენ დაკავებული დაგეგმილი გაფიცვის გამო. ავტობუსის მძღოლები აპირებდნენ გაფიცვას 28 იანვარს, მათი პროფკავშირის თავმჯდომარე მანსურ ოსანლუს დაპატიმრების გამო პროტესტის გამოსათქმელად და მათი პროფკავშირული საქმიანობის აღიარების მოთხოვნით. ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩის" ინფორმაციით, დაკავებულებისთვის არც ბრალდება წაუყენებიან და მათ არც ვექილებთან დაკავშირების საშუალება ეძლევათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაგმო ირანის მთავრობის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის ხელის შეშლა.
XS
SM
MD
LG