Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ირანმა დაადასტურა, რომ განაახლა


დღეს ირანმა დაადასტურა, რომ განაახლა ურანის გამდიდრება. ბირთვული პროგრამის საკითხებზე

დღეს ირანმა დაადასტურა, რომ განაახლა ურანის გამდიდრება. ბირთვული პროგრამის საკითხებზე
მოლაპარაკებებში ირანის წარმომადგენელმა ჯავად ვაედიმ თქვა, რომ გამდიდრების პროცესი განახლდა ნათანზის მიწისქვეშა ობიექტზე. მისივე თქმით, 20 თებერვალს მოსკოვში შედგება მოლაპარაკებები რუსეთის ტერიტორიაზე ირანის ბირთვული საწვავის გადამუშავების თაობაზე. ირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ისახავს. "ჩვენი პოლიტიკა უკიდურესად ნათელია. იგი ემყარება საერთაშორისო კანონმდებლობას და ის, რაც ახლა ხდება ირანის წინააღმდეგ, - წმინდა წყლის პოლიტიკური აქციაა, რასაც არაფერი აქვს საერთო კანონებთან," თქვა ვაედიმ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა მოსკოვში მიღებულ ერთობლივ განცხადებაში ირანს მოუწოდეს, შეასრულოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნები და შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა.
XS
SM
MD
LG