Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პრეზიდენტმა, ბორის ტადიჩმა, განაცხადა


სერბიის პრეზიდენტმა, ბორის ტადიჩმა, განაცხადა, რომ ყოფილი ლიდერის,

სერბიის პრეზიდენტმა, ბორის ტადიჩმა, განაცხადა, რომ ყოფილი ლიდერის,
სლობოდან მილოშევიჩის ნაციონალისტი მხარდამჭერების პოზიციები ძლიერდება. მისი დემოკრატიული პარტიის წინაშე გამოსვლისას, ტადიჩმა განაცხადა: "პირებს, ვინც სერბია 90-იან წლებში დააქციეს, და ვინც ყველაფერზე წინ ნაციონალიზმს აყენებდნენ, კვლავ სერბიის მართვა სურთ". დემოკრატიულმა პარტიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა 6 წლის წინ სლობოდან მილოშევიჩის ჩამოგდებაში. 2003 წელს მილოშევიჩის გასამხედროებულმა მომხრეებმა პრემიერ მინისტრი და დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ზორან ჯინჯიჩი მოკლეს. ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების თანახმად, ექსტრემალურად ნაციონალისტურ, სერბიის რადიკალურ პარტიას და სხვა მილოშევიჩის თანამოაზრეებს ამჟამად ქვეყნის მოსახლეობაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვთ.
XS
SM
MD
LG