ერთმანეთის მეზობელი და კონკურენტი სახელმწიფოები, ორივე - აღჭურვილი ატომური იარაღით. რაც შეეხება საკითხებს, რომლებზეც ყურადღება მახვილდება ჯორჯ ბუშის ტურნეს მსვლელობაში, ესენია ბირთვული პროგრამა და ომი ტერორიზმის წინააღმდეგ.
დღეს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დელიში განაცხადა, რომ ინდოეთში ვიზიტისას მიაღწიეს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ შეთანხმებას, რომლის დადებაც უკვე თვეებია, სურს ვაშინგტონის ადმინისტრაციას... [ბუშის ხმა] “დღეს მივაღწიეთ ისტორიულ შეთანხმებას ბირთვულ პროგრამაზე. ინდოეთის პრემიერ მინისტრისთვის ეს ადვილი ამოცანა არ ყოფილა. მე ეს მესმის. არც ამერიკის პრეზიდენტისათვისაა ადვილი ასეთი შეთანხმების დადება, მაგრამ ეს შეთანხმება საჭიროა. ის ჩვენს ხალხებს, ორივე ხალხს დაეხმარება”.
შეთანხმება, რომელმაც ჯორჯ ბუშის ეს ქება დაიმსახურა - აშშ-ის კონგრესში დამტკიცების შემდეგ - შესაძლებელს გახდის, გაუქმდეს აკრძალვა ამერიკის მიერ ინდოეთისთვის სამოქალაქო ბირთვული ტექნოლოგიების მიყიდვაზე. ამავე შეთანხმების მიხედვით, ინდოეთი მოვალეა, ბირთვული ობიექტების ნაწილზე, მათს შესამოწმებლად შეუშვას უცხოელი ექსპერტები. ამას, უნდა ითქვას, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ინდოელი ნაციონალისტები.
როგორც აშშ-ის ადმინისტრაცია მიიჩნევს, საჭიროა, თვალის გასწორება რეალობისთვის, რომ ინდოეთი ატომური იარაღით აღჭურვილ სახელმწიფოებს შორისაა- არსენალში 200-მდე ბირთვული ქობინით - და რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ინდოეთთან, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოსთან პატნიორობა, ვიდრე მისი გარიყვა იმის გამო, რომ დელიმ უგულებელყო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პრინციპი.
ინდოეთს არასდროს მოუწერია ხელი ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე, რის გამოც ამერიკას, 1978 წელს მიღებული კანონით, არა აქვს დელისთან სამოქალაქო ბირთვული პროგრამის საკითხებში პარტნიორობის უფლება. პრეზიდენტმა ბუშმა ახლა ამ კანონის გაუქმებას უნდა მიაღწიოს.
რაც შეეხება ინდოეთს - ბოლოდროინდელი შთამბეჭდავი ეკონომიკური წისნვლის ფონზე მისთვის აუცილებელია დასავლური ბირთვული ტექნოლოგია, რათა მასშტაბურად ისარგებლოს ბირთვული ენერგიით, ნაკლებ იყოს დამოკიდებული ენერგიის სხვა, ტრადიციულ წყაროებზე. აშშ-ის ადმინისტრაციას კი ინდოეთში სულ უფრო მიმზიდველი ბაზარი ეგულება. ამასთან, ზოგი ამერიკელი პოლიტიკოსი ინდოეთში ხედავს ძალას, რომელიც დააბალანსებს ეკონომიკური ბუმით მოცულ ჩინეთს. იქ ხომ, სამხედრო სექტორიც სულ უფრო ძლიერდება.
და ბოლოს პაკისტანზე, რომელსაც ბუში შაბათს ესტუმრება უმეტესწილად, ტერორიზმის წინააღმდეგ ომზე მოსალაპარაკებლად. ამ ომში ფრონტის ხაზი რომ პაკისტანზეც გადის, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქალაქ კარაჩიში დღეს მოწყობილი აფეთქებით, რომელმაც ხუთი ადამიანის, მათ შორის ამერიკელი დიპლომატის სიცოცხლე შეიწირა. აფეთქება, რომელიც თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო, მიმართული იყო ამერიკის საკონსულოსა და სასტუმრო მარიოტის წინააღმდეგ.
მაგრამ ამერიკის პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძალადობა ვერ შეცვლის მის სამოგზაურო გეგმას. [ბუშის ხმა] “ტერორისტები და მკვლელები ვერ შემიშლიან ხელს პაკისტანში ჩასვლაში. ჩემი ვიზიტი პაკისტანში - მნიშვნელოვანი ვიზიტია. მნიშვნელოვანია პრეზიდენტ მუშარაფთან დალაპარაკება ტერორისტებთან ბრძოლის გაგრძელებაზე. ასეა თუ ისე, პირადად მისთვისაც ძალიან ბევრია დამოკიდებული ამ ბრძოლაზე - ტერორისტებმა ოთხჯერ სცადეს მუშარაფის მოკვლა”.