Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი გამოეხმაურა პაკისტანის პრეზიდენტ ფერვეზ


ავღანეთი გამოეხმაურა პაკისტანის პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის განცხადებას ავღანელ კოლეგას ჰამიდ კარზაის

ავღანეთი გამოეხმაურა პაკისტანის პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის განცხადებას ავღანელ კოლეგას ჰამიდ კარზაის
და ავღანური დაზვერვის ინფორმაციის შესახებ. მუშარაფმა ორშაბათს აღნიშნა, რომ ავღანური უშიშროების სამსახურები შეთქმულებას აწყობენ პაკისტანის წინააღმდეგ და პაკისტანს უქმნიან იმიჯს, თითქოს ის სერიოზულად არ ეკიდებოდეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. მანვე კარზაიზე განაცხადა, რომ ავღანეთის პრეზიდენტი საქმის კურსში არ არის, რა ხდება მის ქვეყანაში და მან გამოუსადეგი, მოძველებული ინფორმაცია მიაწოდა პაკისტანის დაზვერვას ისლამისტი მეამბოხეების ადგილსამყოფელის შესახებ. რაც შეეხება ავღანური მხარის დღევანდელ რეაქციას, კარზაის პრეს-მდივანმა კარიმ რაჰიმიმ აღნიშნა, რომ ავღანეთმა პაკსიტანს მისცა სანდო ინფორმაცია და მომავალშიც მოამარაგებს დაზვერვას ინფორმაციით ისლამისტი მეამბოხეების ადგილსამყოფელის თაობაზე. მანამდე ავღანელმა ოფიციალურმა პირებმა პაკისტანის პრეზიდენტის განცხადებას "არადიპლომატიური და არაადეკვატური" უწოდეს.
XS
SM
MD
LG