Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სლოვაკეთში ვიზიტისას შეშფოთება გამოთქვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სლოვაკეთში ვიზიტისას შეშფოთება გამოთქვა
ერაყში ვითარების, რუსული მხარის შეფასებით, გაუარესების გამო. მან დიალოგისაკენ მოუწოდა ერაყის ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს და დასძინა, რომ ერაყელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ შევა ახალ მთავრობაში. იუწყებიან ასევე, რომ ერაყის პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ იბრაჰიმ ალ-ჯააფარის პოლიტიკური ბედი პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ალ-ჯააფარი ნებაყოფლობით არ გადადგება პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. ალ-ჯააფარის გადადგომას მოითხოვენ ერაყელი და დასავლელი ოფიციალური პირები, რახან მისი ყოფნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელს უშლის მთავრობის შექმნის პროცესს.
XS
SM
MD
LG