Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ


ირანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები

ირანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები
თეირანზე თავდასხმას განახორციელებს, ირანი მსოფლიოს გარშემო განლაგებულ იმ ობიექტებზე მიიტანს იერიშს, რომლებთანაც შეერთებული შტატების ინტერესებია დაკავშირებული. ირანის სულიერმა სიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, დღეს განაცხადა, რომ ირანი ნებისმიერ თავდასხმას გაორმაგებული სიმძლავრის შეტევით უპასუხებს. 28 აპრილს, იწურება ირანისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული ბოლო ვადა ურანის გამდიდრების შეწყვეტისთვის. ირანი ამაზე უარს აცხადებს. პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ამ ვადას ”უკანონო” უწოდა და განაცხადა, რომ ირანი უარს არ იტყვის ატომური ენერგეტიკის წარმოების ”აშკარა” უფლებაზე. დღესვე, ირანის ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი, ღოლამ რეზა აღაზადე, ვენაში გაეროს ატომური უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შედეგების შესახებ ინფორმაცია არ არის.
XS
SM
MD
LG