Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა უკუაგდო ევროპის კავშირის ახალი


ირანმა უკუაგდო ევროპის კავშირის ახალი ინიციატივა, რომელიც მისი ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისს ეხება

ირანმა უკუაგდო ევროპის კავშირის ახალი ინიციატივა, რომელიც მისი ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისს ეხება
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ გაიმეორა, რომ თეირანი არ არის დაინტერესებული ევროპის კავშირის წინადადებაში. ევროკავშირმა თეირანს შესთავაზა, რომ მზად არის, მისცეს მას ბირთვული ტექნოლოგია იმის სანაცვლოდ, რომ ირანი უარს იტყვის ურანის გამდიდრებაზე. ეს ინიციატივა წინადადებების მთელი პაკეტის ნაწილია. ირანის უარის მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პეკინში, თავის ჩინელ კოლეგასთან, ლი ჩჟაოსინთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა: "ვერც რუსეთი და ვერც ჩინეთი, როგორც მე და ჩემმა კოლეგამ დავადასტურეთ დღეს, ვერ დაუჭერს მხარს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ტექსტს, რომელიც მოგვიანებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბაბად იძულებითი მეთოდების, განსაკუთრებით, ძალისმიერი მეთოდებისთვის."
XS
SM
MD
LG