Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, განაცხადა


უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ამოქმედებამდე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ამოქმედებამდე
მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განაახლოს. სასამართლოს მუშაობა იმის გამო შეფერხდა, რომ პარლამენტმა ახალი მოსამართლეების არჩევა ვერ მოახერხა.
დღეს გამართულ რადიოინტერვიუში იუშჩენკომ განაცხადა, რომ ახალ კოალიციას მთავრობის ფორმირებისთვის სამი კვირა აქვს. კოალიცია პრო-რუსულ რეგიონების პარტიას, წარსულში ნარინჯისფერთა მოკავშირე, სოციალისტურ პარტიას, და კომუნისტურ პარტის აერთიანებს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე კოალიცია რეგიონების პარტიის ლიდერის, ვიქტორ იანუკოვიჩის კანდიდატურას აყენებს.
2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის მოკავშირე პარტიებს შორის კოალიციის შექმნის გეგმა საბოლოოდ მაშინ ჩავარდა,
როდესაც სოციალისტური პარტიის ლიდერი, ალექსანდრ მოროზი, რეგიონების პარტიის მხარდაჭერით პარლამენტის სპიკერი გახდა.
XS
SM
MD
LG