ამის მიზეზად კი ფულის მასის შემცირება და ინფლაციის დამუხრუჭების სურვილი დასახელდა. ეროვნული ბანკი მიმოქცევიდან 84 მილიონი ლარის ამოღებას აპირებს. აღნიშნული მექანიზმი საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაა შეთანხმებული და ინფლაციის 7 პროცენტიან ნიშნულზე შეჩერებას ისახავს მიზნად. როდის გამოუშვებენ ობლიგაციებს, ვის ექნება მისი შეძენის საშუალება და რა პირობებით?
ტრადიციისამებრ, საქართველოში ზაფხული დეფლაციით ხასიათდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის სეზონურ მოსავალთან ერთად კლებას განიცდიდა ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასი, რაც ცხოვრებას ცოტა ხნით - სეზონურად, მაგრამ მაინც - აიაფებდა. წელს ეს არ მოხდა, რის მიზეზადაც საქართველოს მთავრობა უამრავ გარე ფაქტორს ასახელებს: ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას, შაქრის გაძვირებას, ყინვას და ასე შემდეგ. ამან კი ინფლაციის მკვეთრ ზრდას მისცა გასაქანი. ზოგიერთი ეკონომისტი ინფლაციის გამომწვევ სხვა მიზეზებზეც ლაპარაკობს, მაგალითად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დავით ამაღლობელი:
[დავით ამაღლობელის ხმა] ”გადასახადების ამოღება ნაკლებია, ვიდრე ხარჯვა. ამ შემთხვევაში ფულის მასა უფრო სწრაფად იზრდება და საჭიროა ხელისუფლების მხრიდან ჩარევა მისი შემცირების მიზნით.”(სტილი დაცულია)
ხარჯვას ისიც ემატება, რომ მთავრობამ ეროვნული ბანკისგან ადრე აღებული ვალის გასტუმრება და ამ მიზნით, მხოლოდ წელს, 84 მილიონი ლარის გამოყოფა გადაწყვიტა. ექსპერტების განმარტებით, ამ მოცულობის თანხის ბრუნვაში გამოტანა, ლარის კურსის დაცემასთან ერთად, ისედაც მზარდ ინფლაციას კიდევ უფრო გაზრდის.
თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, გამოუშვებს თუ არა ფასიან ქაღალდებს, ობლიგაციებს, მთავრობის მიერ დაბრუნებული ვალის, 84 მილიონი ლარის, სანაცვლოდ.
[რომან გოცირიძის ხმა] ”ჩვენ გამოვუშვებთ ფასიან ქაღალდს და ვისესხებთ ფულს ბანკებისაგან, ხოლო ამ ფულს შემდეგ დაფარავს მთავრობა. თეორიულად ჩვენ ეს ინსტრუმენტი გვაქვს, მაგრამ გამოვიყენებთ თუ არა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად გვჭირდება ჩვენ ფულის მასის ან შემცირება ან გაზრდა.”
რომან გოცირიძის თქმით, სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ამ მექანიზმის გამოყენების გადაწყვეტილებას ოდნავ მოგვიანებით, შემოდგომის დადგომისას, მიიღებენ. ეროვნული ბანკის მიერ ობლიგაციების გამოშვების შემთხვევაში, მათ, ძირითადად, კომერციული ბანკები შეიძენენ და, სანაცვლოდ, 1 წლის ან წელიწად-ნახევრის შემდეგ საქართველოს მთავრობისგან 10 ან 11 პროცენტით გაზრდილ თანხას მიიღებენ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე ფიქრობს, რომ ფულის მასის შემცირების ამგვარი მექანიზმის გამოყენება გავლენას ვერ მოახდენს გარე ფაქტორებით გამოწვეულ ინფლაციაზე:
[ლაშა გოცირიძის ხმა] ”რაც არ უნდა ფულის მასა ამოვიღოთ, შაქარზე ფასის შემცირებას ვერ მივაღწევთ. მსოფლიო ფასი თუ არის მაღალი, ნავთობპროდუქტებზე, ბენზინზე ფასი თუ იწევს, რაც არ უნდა ღონისძიება ჩაატაროს მთავრობამ, ფასი ქვეყანაში მაინც იქნება მაღალი.” (სტილი დაცულია)
თუმცა კი ეროვნული ბანკის ქმედებებს ეფექტი მაინც აქვს - ლარის კურსის გამყარებით ის ინფლაციის პროცენტულ მაჩვენებელს ამცირებს. ამის სამაგალითოდ მაის-ივნისის თვე გამოდგება. თუ მაისის თვეში წლიური ინფლაცია 10 პროცენტს შეადგენდა, ივნისის თვეში ლარის კურსის გამყარებით ინფლაციის მაჩვენებელი 8 პროცენტამდე დავიდა. მაგრამ ამ მაჩვენებელს პროდუქციის გაიაფება არ გამოუწვევია, რეალური ინფლაცია არ შემცირებულა. საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, გადაწყვეტილი აქვს 2006 წელი 7 პროცენტიანი ინფლაციით დაამთავროს.