Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აშშ-ის ჯარების სარდლის, გენერალ


ერაყში აშშ-ის ჯარების სარდლის, გენერალ ჯორჯ კეისის განცხადებით, ერაყში "სიკვდილის ბრიგადები" აჩაღებენ კონფლიქტს.

ერაყში აშშ-ის ჯარების სარდლის, გენერალ ჯორჯ კეისის განცხადებით, ერაყში "სიკვდილის ბრიგადები" აჩაღებენ კონფლიქტს.
ეს შეფასება გენერალმა გამოთქვა ერაყში აშშ-ის თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის ვიზიტისას. კეისის თქმით, სუნიტი ექსტრემისტები შიიტებზე იერიშებს ახორციელებენ და შიიტების "სიკვდილის ბრიგადებს" საპასუხო იერიშები მიაქვთ სუნიტ ერაყელებზე. კეისის თქმით, ორივე მხარეზე შეიარაღებულ ჯგუფებს სამიზნეში, როგორც ჩანს, სამოქალაქო პირები ჰყავთ ამოღებული. რამსფელდი დღეს ეწვია ერაყს, ამავე კვირაში ავღანეთსა და ტაჯიკეთში გამართული ვიზიტების შემდეგ. რამსფელდი როგორც ამბობს, ამერიკელი სამხედროების რიცხვი და მათი გაყვანის გეგმა დამოკიდებულია ერაყის ახალი მთავრობის სტაბილურობაზე, მაგრამ მთავრობას ჯერ არ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამჟამად ერაყში 129 000 ამერიკლელი ჯარისკაცია განთავსებული.
XS
SM
MD
LG