Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პოლიტიკური აქტივებით მიემგზავრება მიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად


უახლოეს დღეეში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს, შეხვდება. ამ შეხვედრის დღის წესრიგი ჯერჯერობით უცნობია,

თუმცა კი ცხადია, რომ პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი საკითხები ორ ქვეყანას შორის გამწვავებული პრობლემები იქნება - ძირითადად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტებისა და ეკონომიკური ემბარგოს საკითხები. რა პოლიტიკური თუ ეკონომიკური აქტივები გააჩნია საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკებებზე სასურველი შედეგის მისაღწევად?

მთავარ პოლიტიკურ აქტივად მიჩნეული იყო “დიდი რვიანის” სამიტი, რომელზეც, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს საკითხზეც უნდა ემსჯელათ. თბილისში იმედი ჰქონდათ, რომ მსოფლიოს განვითარებული 8 ქვეყნის ლიდერი საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით თბილისის პოზიციას გაიზიარებდა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 16 ივლისს გაკეთებულ განცხადებას შეგახსენებთ:

[სააკაშვილის ხმა] ”დარწმუნებული ვარ ყველა წევრი “დიდი რვიანისა” ამ ხედვას გაიზიარებს...”

პეტერბურგში გამართულ სამიტზე, მართლაც, ახსენეს საქართველოში არსებული კონფლიქტები, თუმცა - არაოფიციალურ ვითარებაში. საბოლოოდ, “დიდი რვიანის” შეხვედრაზე საქართველოს შესახებ რაიმე ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღიათ. დასკვნით პრესკონფერენციაზე კი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, პუტინმა გულახდილად ისაუბრა საქართველოში არსებულ ეთნიკურ კონფლიქტებზეო.

გაამართლა თუ არა პეტერბურგის სამიტმა საქართველოს ხელისუფლების მოლოდინი? - ამ კითხვით მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხელ მაჭავარიანს, მივმართე.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”მოლოდინი ზუსტად ეს იყო, რასაც ველოდით...
...ევროპელები დამოკიდებულები არიან ნავთობის ფასზე, გაზის ფასზე.”(სტილი დაცულია)

მაჭავარიანისგან განსხვავებით, “დიდი რვიანის” სამიტზე საქართველოს საკითხის განხილვას უფრო მაღალ შეფასებას აძლევს პრეზიდენტი სააკაშვილი:

[სააკაშვილის ხმა] ” ‘დიდ რვიანზე’ როგორც სადილზე...”

რაში წაადგება ეს განხილვები საქართველოს, უახლოეს მომავალში, სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრისას, გამოჩნდება.

თბილისში მოსკოვზე ზეწოლის კიდევ ერთ საშუალებად ”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში” რუსეთის მიღებისას საქართველოს გადამწყვეტ ხმას განიხილავენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ “ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისათვის” გაგზავნილ განცხადებაში წერია: ”ვიდრე არ გადაწყდება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელიც ეხება დისკრიმინაციულ საბაჟო რეჟიმს და რომელსაც, სამწუხაროდ, რუსეთის მხარე იყენებს ჩვენი საქონლის ექსპორტთან მიმართებაში, საქართველო არ დაუჭერს მხარს რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას.”

არადა, საქართველომ ჯერ კიდევ 2004 წელს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა რუსეთის გაწევრიანებას:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”ეს არის კეთილი ნების ორგანიზაცია...”

ეს არის ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე. იგი იმასაც აღნიშნავს, რომ მოსკოვზე მეტად “ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში” რუსეთის გაწევრიანება ამ ორგანიზაციის წევრებს სურთ, რადგან მათ წინაშე რუსეთის დიდი ბაზარი იშლება. მისცემს თუ არა ეს რეალობა საქართველოს საშუალებას, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გარდა, უკონტროლო საბაჟო პუნქტების საკითხიც გადაწყვიტოს? როგორც წესი, მმართველი პოლიტიკური ძალა ოპტიმისტურადაა განწყობილი, ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება “ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის” თემის რუსეთთან პოლიტიკური ვაჭრობის იარაღად გამოყენებას ვერ შეძლებს.
XS
SM
MD
LG