Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ლიბანის კრიზისის


რუსეთი აცხადებს, რომ ლიბანის კრიზისის განხილვის მიზნით

რუსეთი აცხადებს, რომ ლიბანის კრიზისის განხილვის მიზნით
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გამართვას უჭერს მხარს. შეხვედრა უახლოეს დღეებში რომში, ან ბეირუთში, უნდა გაიმართოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შეხვედრა ”ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გადაწყვეტისთვის სრული სტრატეგიის დასახვაში პირველი ნაბიჯი იქნებოდა”. გაეროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შესამუშავებლად კონფერენციის გამართვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის წინადადება იყო.
XS
SM
MD
LG