Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს


უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას,

უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას,
რათა ამ უკანასკნელმა აღიაროს, რომ 1932-33 წლების დიდი შიმშილი უკრაინაში, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდი იყო. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიკოლა მაიმესკულმა. 70 წლის წინ შიმშილის გამო უკრაინაში 10 მილიონი ადამაინი დაიღუპა. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, კი შიმშილი უკრაინაში სტალინის რეჟიმის მიერ ხელოვნურად იქნა გამოწვეული, რათა ამ გზით დაებრკოლებინა ქვეყნის დამოუკიდებლობისაკენ ლტოლვა.
XS
SM
MD
LG