Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ მხარს არ


რუსეთი აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული

რუსეთი აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული
სანქციების ამოქმედებას ირანთან მიმართებით. რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი ივანოვის თქმით, მოსკოვი იმუშავებს, რათა პრობლემის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარება მოხდეს. “მე არ ვიცი შემთხვევა, მსოფლიო პრაქტიკიდან და განვლილი გამოცდილებიდან, რომ სანქციებს მიეღწიოს მიზნისათვის ან ეფექტიანი ყოფილიყოს. გარდა ამისა, მე არ ვფიქრობ, რომ საკითხი ისე მწვავედ დგას, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ან ექვსეული განიხილავდეს სანქციების შემოღების საკითხს. ყოველ შემთხვევაში, რუსეთი მხარს უჭერს პრობლემის დიპლომატიური გზებით მოგვარებას.” შეერთებული შტატები ემხრობა ირანის მიმართ სანქციებს, თუ თეირანი 31 აგვისტომდე არ შეწყვეტს ურანის გამდიდრების სამუშაოებს.
XS
SM
MD
LG