გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი დღეს სამხრეთ ლიბანში ჩავიდა და კოფლიქტში მონაწილე მხარეებს
საზავო შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა. "მოვუწოდებ ყველა მხარეს, ზედმიწევნით დაიცვან საზავო შეთანხმება. ჩვენ გვაქვს შანსი, ვაქციოთ ის მუდმივ ზავად და პოლიტიკურ პირობებზე შეთანხმებით ავაშენოთ ჭეშმარიტად მშვიდობიანი ლიბანი, რომელიც ლიბანსა და ისრაელს შორის მშვიდობიან ურთიერთობებს დაემყარება," თქვა ანანმა. ეს განცხადება მან გააკეთა ლიბანში გაეროს სამშვიდობო ჯარების შტაბბინაში, ქალაქ ნაყურაში. მისი თქმით, უახლოეს დღეებსა და კვირებში ეს სამშვიდობო კონტინგენტი ახალი შენაერთებით შეივსება. ანანმა დასძინა, რომ ისრაელის ორი გატაცებული ჯარისკაცის, ისევე, როგორც ჰიზბოლაზის პატიმართა ბედი, ძალიან სწრაფად უნდა გადაწყდეს.