Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტულ-პოლიტიკური გზაჯვარედინი

ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად

სპორტის გამოყენება ახალი ამბავი სულაც არ არის. ადრე ამ ამბების უმეტესობა საბჭოთა კავშირს უკავშირებოდა, ახალ დროში კი რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის ნაწილად იქცა. რუსი ჩინოვნიკების სპორტულ-პოლიტიკური გააქტიურება საეჭვოდ დაემთხვა საქართველო-რუსეთის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას. ვიდრე ბოლო პერიოდის კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბრებდეთ, ადრინდელი ისტორიაც გავიხსენოთ.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მოგეხსენებათ, საქართველო ცალკე გუნდით გამოდის საერთაშორისო შეჯიბრებებზე, სადაც, ცხადია, რუსებთან შეხვედრაც უწევს. ეს შეხვედრები, როგორც წესი, სიმწვავითა და აგრესიულობით გამოირჩევა. ყოფილი მეტროპოლია ვერა და ვერ ეგუება ე. წ. საბჭოთა რესპუბლიკების სპორტულ სუვერენიტეტს და ამას არც მალავს. რუსეთი დიდი სპორტული ქვეყანაა და მასთან გამკლავება, საქართველოს კი არა, ზოგჯერ ამერიკელებსაც უჭირთ. ოღონდ, ეს არ ეხება სპორტის რამდენიმე სახეობას. მაგალითად_რაგბის. წლევანდელი ევრომატჩის ჩათვლით, ქართველები რუსებს 10-ჯერ ეთამაშნენ და, ერთის გარდა, ყველა ბრძოლა მოუგეს. მათ შორის, 2002 წლის 13 ოქტომბერს თბილისში გამართული პრინციპული შეხვედრა, რომელმაც ჩვენს გუნდს მსოფლიო თასის ფინალის საგზური მოუტანა.

იმას, რაც მოედანზე, თამაშის მსველობისას ხდება, ცხადია, პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. პოლიტიკა მერე იწყება, როცა მოგებულ თუ წაგებულ შეხვედრებს მეტოქე ქვეყნების პოლიტიკურ ურთიერთობათა სიბრტყეში განიხილავენ. ქართველ მორაგბეთა მაშინდელმა მწვრთნელმა კლოდ სორელმა რუსებთან მატჩის შემდეგ ასეთი რამ თქვა:" საქართველოში ხუთი წელი ვიცხოვრე და კარგად ვიცი რუსებთან თქვენი დამოკიდებულების ამბავი. ვცდილობდი ამაზე ნაკლებად მეფიქრა და ბიჭებსაც იგივეს ვთხოვდი. მაგრამ, როცა თვალებში ჩავხედავდი, ვგრძნობდი, რომ რუსებთან შეხვედრა მათთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე თამაში". დაახლოებით იგივე თქვა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელმა შოთა ხაბარელმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალის კომენტირებისას. ფინალში ჩვენებმა სწორედ რუსები დაამარცხეს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ტატამზე რუსულ- ქართული დაპირისპირება ამით არ დასრულებულა. ოფიციალურად მოწონებულ-დამტკიცებული კალენდრის მიხედვით, ევროპის საკლუბო თასის წლევანდელი ფინალური ტურნირი თბილისში უნდა ჩატარებულიყო. რუსებმა გართულებული პოლიტიკური ვითარება მოიმიზეზეს და იმდენი მოახერხეს, რომ ეს ტურნირი ბუდაპეშტში გადაატანინეს. ქართველთა პროტესტმა არ გაჭრა. მიზეზი დადგენილია: ევროთასის ფინალში მოასპარეზე სანქტ-პეტერბურგის ძიუდოს კლუბს თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პატრონობს და მასთან ჭიდილში პატარა საქართველო, აბა, რას გახდებოდა.

თემასთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ. წლეულს, გაზაფხულზე მოსკოვში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში. რუსეთის საკონსულომ ვიზა არ მისცა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს კახა გეწაძეს.

მოგვიანებით ასევე მოსკოვში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში და სამბისტთა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი. ორივე შემთხვევაში მთავარი არბიტრის როლში კვლავ რუსეთის საკონსულო მოგვევლინა: ქართველ მსროლელებს მოსკოვში გაფრენამდე მხოლოდ სამი საათით ადრე გაუფორმეს ვიზები, სამბისტები კი ჯერ ცივი უარით გამოისტუმრეს და მხოლოდ საერთაშორისო ჩარევის შემდეგ შეუშვეს რუსეთში. ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი იძულებული გახდა მოსკოვი დაეტოვებინა და სავარჯიშოდ ტალინში გადაბარგებულიყო. როგორც გაირკვა, თვითონ სპორტსმენს საბუთები წესრიგში ჰქონია, მაგრამ დარღვევები თურმე ელენეს დედას, ქალბატონ მარინეს აღმოუჩინეს.

ამასობაში, უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის მოტივით, რუსეთმა უარი განაცხადა მტრულად განწყობილ ქვეყანაში, ანუ საქართველოში თავისი მოქალაქეების გაგზავნაზე და ეს შეზღუდვა, ცხადია, სპორტსმენებსაც შეეხოთ: მოჭადრაკეთა ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატი ბათუმში რუსების გარეშე მიმდინარეობს.

როგორც ჩანს, ეს ისტერია ფეხბურთს და ფეხბურთელებსაც გადაწვდება. 25 ოქტომბერს გამართულ სახალხო პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ასეთი რამ ბრძანა: რუსეთის ფეხბურთის განვითარებას სამი რამ აფერხებს_უხარისხო მოედნები, უყურადღებოდ მიტოვებული ბავშვთა ფეხბურთი და, რაც მთავარია, ლეგიონერთა სიჭარბეო. პრეზიდენტის ნათქვამს ფეხბურთის ჩინოვნიკთა კომენტარები მოჰყვა. რუსეთის სპორტის სააგენტოს უფროსი ვიაჩესლავ ფეტისოვი პუტინზე მეტად კატეგორიული იყო: რა თქმა უნდა, რუსეთის ჩემპიონატში
ლეგიონერების თამაში კატეგორიულად უნდა ავკრძალოთ და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთო. ამათ კვერს უკრავს რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის უფროსობაც. მოკლედ, რუსულ ფეხბურთში დიდი რევოლუციის მოლოდინში არიან და ვარაუდობენ, რომ ეს რევოლუცია პირველ რიგში სწორედ ქართველ ფეხბურთელებს შეეხებათ. დღეისათვის რუსულ პრემიერლიგაში 14 ქართველი თამაშობს, დაბალ ლიგებში კი მათი რიცხვი ორაასს აღწევს. ამ ამბავს სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" ჰოლანდიელი მწვრთნელი დიკ ადვოკაატიც გამოეხმაურა. მისი თქმით, პუტინმა მეტად უცნაური განცხადება გააკეთა, არა მგონია ლეგიონერთა შემცირებით რუსულ ფეხბურთს ეშველოსო. ჰოლანდიელს მაგალითად მოჰყავს ინგლისური "ჩელსი" და "არსენალი". ამ კლუბებში უმთავრესად უცხოელები გამოდიან, მაგრამ აბა თამაშში ვინმე გაეჯიბროსო_ამბობს ადვოკაატი. მაგრამ საქმე იქითკენ მიდის, რომ პრეზიდენტის სიტყვა მაინც აღსრულდება და სხვებთან ერთად, ქართველ ფეხბურთელებსაც მოუწევთ ახალ ქვეყნებში გადაბარგება.

ბოლოს ისევ რაგბი. გასულ შაბათს საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის გუნდი დაამარცხა და მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირის გადამწყვეტ, მეექვსე რაუნდში გავიდა. ამ ეტაპის მატჩები 11 და 25 ნოემბერს გაიმართება. ჩვენი მეტოქე ასევე შაბათს ჩატარებულმა პორტუგალია-რუსეთის შეხვედრამ გამოავლინა. პორტუგალიელებმა იმარჯვეს და 11 ნოემბერს თბილისში სწორედ ისინი გვეწვევიან. პირიქით რომ მომხდარიყო და ბოლო რაუნდში რუსები გასულიყვნენ, კიდევ ერთი სპორტულ-პოლიტიკური სკანდალის მოწმენი გავხდებოდით. ამჯერად გადავრჩით.

სპორტულ-პოლიტიკური გზაჯვარედინი

ელგუჯა ბერიშვილი

პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სპორტის გამოყენება ახალი ამბავი სულაც არ არის. ადრე ამ ამბების უმეტესობა საბჭოთა კავშირს უკავშირებოდა, ახალ დროში კი რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის ნაწილად იქცა. რუსი ჩინოვნიკების სპორტულ-პოლიტიკური გააქტიურება საეჭვოდ დაემთხვა საქართველო-რუსეთის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას. ვიდრე ბოლო პერიოდის კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბრებდეთ, ადრინდელი ისტორიაც გავიხსენოთ.

XS
SM
MD
LG