Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის სანფორმაციო სააგენტოები - მათ


დასავლეთის სანფორმაციო სააგენტოები - მათ

დასავლეთის სანფორმაციო სააგენტოები - მათ
შორის ”Reuters”-ი და ”Associated Press”-ი - გაეროს დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებენ ცნობას, რომ გაეროს ატომური უწყების სამეურვეო საბჭომ მწვავე დებატების შემდეგ უარყო ირანის თხოვნა ბირთვული რეაქტორის მშენებლობის პროცესში ტექნიკური დახმარების აღმოჩენის შესახებ. უარს საფუძვლად ედო შეშფოთება, რომ რეაქტორით ბომბის შექმნისათვის საჭირო დონეზე გამდიდრებული ურანს მიღება გახდებოდა შესაძლებელი. გაეროს ატომური უწყების გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ირანის ამ თხოვნაზე უარი საბოლოო არ არის, და რომ მომავალში გადაწყვეტილების გადახედვა შესაძლებელია.
XS
SM
MD
LG