რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელ ეგორ გაიდარის თქმით, მისი მოკვლა სცადეს.
გაიდარი ავად გახდა დუბლინში, კონფერენციაზე ყოფნისას, 24 ნოემბერს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა რუსეთის ყოფილი ჯაშუში ალექსანდრ ლიტვინენკო. როგორც გაიდარმა გაზეთ "ფაინენშალ ტაიმსს" უთხრა, მისი მოწამვლა "რუსეთის ხელისუფალთა მოწინააღმდეგეების" ნახელავია და მათი მიზანია რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის უკიდურესი გაუარესება. რუსეთში ექიმების განცხადებით, მათ გაიდარისთვის რაიმე საწამლავი არ აღმოუჩენიათ.