Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენგურის ხიდზე გალის რაიონის 150-მდე


ენგურის ხიდზე გალის რაიონის 150-მდე მცხოვრებმა საპროტესტო აქცია გამართა.

ენგურის ხიდზე გალის რაიონის 150-მდე მცხოვრებმა საპროტესტო აქცია გამართა.
ისინი საქართველოს ხელისუფლებას გალის რაიონის ქვემო ბარღების აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ფრიდონ ჩაკაბერიას დე ფაქტო ხელისუფლებისათვის გადაცემას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ჩაკაბერიას დაკავებას “უკანონო” უწოდეს. საინფორმაციო სააგენტო “მედიანიუსის” ცნობით, მოსახლეობა ენგურის ხიდზე გალის რაიონის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რუსლან ქიშმარიამ შეკრიბა. ფრიდონ ჩაკაბერია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააპატიმრეს ქართველთა საფლავების გაქურდვის ბრალდებით. “მედიანიუსის” ცნობით, ჩაკაბერიას დაკავებისას აღმოაჩნდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
XS
SM
MD
LG