Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ წარმოადგინა ახალი პოლიტიკური კურსი


ევროკომისიამ წარმოადგინა ახალი პოლიტიკური კურსი ენერგეტიკის სფეროში.

ევროკომისიამ წარმოადგინა ახალი პოლიტიკური კურსი ენერგეტიკის სფეროში.
ახალი სტრატეგიით გამიზნულია გაზისა და ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის დამოკიდებულების, ისევე როგორც კლიმატური ცვლილებების შემცირება. ახალი პოლიტიკური კურსი დღეს ისაუბრეს ბრიუსელში, მოუწოდეს ევროკავშირის ქვეყნებს, 2020 წლამდე, სულ ცოტა, 20 პროცენტით შეამცირონ სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების ემისია. სტრატეგია ითვალისწინებს მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების მიერ ემისიების 30 პროცენტით შეკვეცას - ამასთან, ევროკავშირიც 30 პროცენტით შეკვეცას დაისახავს მიზნად, თუ უცხოეთი მხარს აუბამს მის გეგმას. ახალი სტრატეგია ითვალისწინებს აგრეთვე 2020 წლისთვის ენერგიაზე ევროკავშირის მოთხოვნილების 20 პროცენტის დაკმაყოფილებას ენერგიის განახლებადი წყაროებით - მათ შორისაა ქარის და ბიოსაწვავის მეშვეობით მოპოვებული ენერგია. ევროკომისიის შეფასებით, სათბობის ეფექტის გამომწვევი გაზების შემცირებისა და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების შედეგად, გლობალური ტემპერატურა - ინდუსტრიალიზაციამდე პერიოდთან შედარებით, 2 გრადუსზე მეტით არ გაიზრდება.
XS
SM
MD
LG