Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის მთავრობა აპირებს, რუსეთს მოუხსნას


ბელორუსიის მთავრობა აპირებს, რუსეთს მოუხსნას ნავთობის სატრანზიტო გადასახადი,

ბელორუსიის მთავრობა აპირებს, რუსეთს მოუხსნას ნავთობის სატრანზიტო გადასახადი,
რომლის გარშემო უთანხმოებასაც ევროპაში ნავთობის ექსპორტის შეჩერება მოჰყვა. ბელორუსიის პრემიერ-მინისტრ სერგეი სიდორსკის განცხადებით, მინსკი გააუქმებს გასულ კვირაში შემოღებულ გადასახადს, რითაც დააკმაყოფილებს რუსეთის მთავარ მოთხოვნას უთანხმოების მოსაგვარებლად. სიდორსკი 11 იანვარს ჩავა მოსკოვში. მინსკის ეს გადაწყვეტილება სულ რამდენიმე საათში მოჰყვა ბელორუსიისა და რუსეთის პრეზიდენტების, ალექსანდრ ლუკაშენკასა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარს. რუსეთმა 7 იანვარს შეწყვიტა ბელორუსიაზე გამავალი ნავთობსადენით ექსპორტი. ამ ნაბიჯს ევროკავშირის კრიტიკა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG