Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება


სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება

სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება
ქართველ პოლიციელებს კვლავ ცხინვალის გარეუბნის დაცხრილვაში ადანაშაულებს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამით ცხინვალს ნიქოზის მხრიდან ესროლეს, რასაც ამჯერად მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცხინვალის მიმართულებით სროლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდლობა. თავის მხრივ, დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ოსური მხარე სოფელ ერგნეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის დაცხრილვაში დაადანაშაულა. კვირას ცხინვალთან, ოსური მილიციის საგუშაგოს მიმართულებით სროლის შედეგად სამი ადგილობრივი სამართალდამცავი დაიჭრა. ოსური მხარე იუწყება, რომ მათგან ერთი დღეს ვლადიკავკაზის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გასული ორი დღის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში მომხდარ ინციდენტებთან ქართული მხარის კავშირი დღეს უარყო სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ, რომელიც დამნაშავეებად ოსი ეროვნების კრიმინალებს მიიჩნევს. ანთაძემ, მისი განცხადებით, უსაფუძვლო ბრალდებების ნაცვლად, ცხინვალს თბილისთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG