Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების


ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ახალი ხელმძღვანელი, დევიდ პეტრუსი,

ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ახალი ხელმძღვანელი, დევიდ პეტრუსი,
აცხადებს, რომ ამერიკის და ერაყის ძალების მიერ ბაღდადში ერთობლივად განხორციელებული უსაფრთხოების ოპერაციის მიუხედავად, ექსტრემისტების მხრიდან ”სენსაციური” თავდასხმები მაინც გარდაუვალია. დევიდ პეტრუსი ამ განცხადებებით პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა:
[პეტრუსის ხმა]: ”სამწუხაროდ, ზოგიერთი ტერორისტული დაჯგუფება განაგრძობს ამ ბარბაროსული აქტების განხორციელებას. მეტიც - ჩვენი აზრით, ბოლო კვირების განმავლობაში ისინი ამ სენსაციური თავდასხმების გახშირებას ცდილობენ, რათა რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალადობის პროვოცირება მოახდინონ, და ხელი შეუშალონ უსაფრთხოების ახალ ოპერაციას - სანამ ის ჯერ კიდევ არ არის სრულად დანერგილი”. პეტრუსის თქმით, ძალადობის აღსაკვეთად მხოლოდ სამხედრო ძალა არ არის საკმარისი - და პოლიტიკურ მოლაპარაკებაში ზოგიერთი ექსტრემისტული დაჯგუფებაც უნდა იქნას ჩართული.
XS
SM
MD
LG