Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეამბოხეების თავდასხმებმა ერაყში დღეს 58


მეამბოხეების თავდასხმებმა ერაყში დღეს 58 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მეამბოხეების თავდასხმებმა ერაყში დღეს 58 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მათ შორის იყო 31 მლოცვლი, რომელიც რელიგიური დღესასწაულის შემდეგ ავტომაქანების ბადრაგით შინისაკენ მიეშურებოდა. 10 ერაყელის სიცოცხლე კი თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ შეიწირა ბაღდადში, მუსტანსირიას უნივერსიტეტთან. ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით 100 კილომეტრში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ჩრდილოეთში მდებარე მოსულში კი ბომბი აფეთქდა ისლამური პარტიის ოფისში, მოკლა 4 კაცი. იუწყებიან ძალადობის აქტების შედეგად კიდევ 8 ადამიანის დაღუპვის შესახებ.
XS
SM
MD
LG