მიტინგები თავისუფლების მოედანზე აღარ გაიმართება. პარასკევს "მაედანზე" შეკრებილ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის მხარდამჭერებს დიდ ეკრანზე უჩვენეს ფილმი ქრისტეს აღდგომის შესახებ, რომლის შემდეგ პირდაპირ ეთერში გადაიცა პარლამენტის სხდომის ტრანსლაცია.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა "რეგიონების პარტიიდან" ადამ მარტინიუკმა პრეზიდენტის ბრძანებით "განახევრებული" საკანონმდებლო ორგანოს შემდეგი სხდომის თარიღად 17 აპრილი დაასახელა, თუმცა მოუწოდა დეპუტატებს, დარჩნენ სამუშაო კაბინეტებში იმ შემთხვევისათვის, თუ "პოლიტიკური ვითარების გართულების გამო", პარლამენტის სხდომის საგანგებო მოწვევა გახდება საჭირო. პარალელურად, დღესასწაულის დღეებში, ასობით კარავში დარჩებიან პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩისა და უმაღლესი რადის მომხრეები, რომლებსაც პარასკევს დონეცკიდან კიდევ 1000 კაცი შეემატა.
იმ დროს, როდესაც ე.წ. "ანტიკრიზისული კოალიციის" მომხრეები ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებას განაგრძობენ, პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მომხრე “ჩვენი უკრაინა” და იულია ტიმოშენკოს “ბიუტი”, 27 მაისის რიგგარეშე არჩევნებისათვის ემზადებიან და იდეაში მთავრობის პოსტებსაც ინაწილებენ. ფრაქცია “ბიუტის” წევრმა ოლეგ ბელორუსმა პარასკევს ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუკი “ბიუტი” და “ჩვენი უკრაინა” არჩევნებამდე კოალიციას შექმნიან, მაშინ ისინი თანაბრად გაიყოფენ მთავრობის პორტფელებს, ხოლო პრემიერ-მინისტრი იმ ბლოკის ლიდერი გახდება, ვინც უფრო მეტ ხმას მოიპოვებს.
თუმცა, უკრაინაში არჩევნების ჩატარებას კვლავაც ეწინააღმდეგებიან მოქმედი პრემიერ-მინისტრისა და უმაღლესი რადის "ანტიკრიზისული კოალიციის" წევრები.
მათი მხარდამჭერი განცხადება დღეს ისმოდა რუსეთიდანაც. სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა უმაღლეს რადას მხარდაჭერა გამოუცხადა.
[ბორის გრიზლოვის ხმა] "ჩვენ მხარს ვუჭერთ "ვერხოვნა რადის", ანუ უკრაინის პარლამენტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციური იყო. ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად დღეს, უბრალოდ, არავითარი პირობა არ არსებობს."
თუმცა, 2004 წლის "ნარინჯისფერი რევოლუციის" დღეებში კრემლის მხარდაჭერამ საქმე გაუფუჭა იანუკოვიჩის “რეგიონების პარტიას” და მის სატელიტ კომუნისტურ-სოციალისტურ ძალებს. შეიძლება ამიტომაც, ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრე ოლიგარქი დეპუტატი რენატ ახმეტოვი კვლავ გამოვიდა ინიციატივით, რომ “უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ჩაერიონ საერთაშორისო შუამავლები”. თუმცა, სააგენტო “ინტერფაქს-უკრაინისათვის” მიცემულ ინტერვიუში ახმეტოვს არ დაუკონკრეტებია, რომელი საერთაშორისო ორგანიზაცია და ლიდერი წარმოუდგენია საუკეთესო კანდიდატად “მშვიდობისდამცველის” ამპლუაში.
სანამ გარეშე შაუმავლები ჯერ მხოლოდ ზვერავენ სიტუაციას უკრაინაში, შაუმავლის როლი საკუთარი ინიციატივით იკისრა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ. "ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდეგ პენსიაში გასულმა ექს-პრეზიდენტმა პარასკევს საგანგებო წერილი გაუგზავნა ქვეყნის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩს და მოუწოდა მათ, ქვეყნის გადარჩენის მიზნით, სასწრაფოდ მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას.
ძნელი სათქმელია, კუჩმას რჩევამ გაჭრა თუ რაიმე სხვამ, მაგრამ პარასკევს პრეზიდენტის კანცელარიაში ვიქტორ იუშჩენკო და ვიქტორ იანუკოვიჩი მართლაც მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას. შეხვედრა, რომელმაც რამდენიმე საათს გასტანა მიზნად ისახავდა “შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან” გამოსავლის მოძებნას. თუმცა, განმუხტავს თუ არა პოლიტიკურ კრიზისს იუშჩენკო-იანუკოვიჩის რიგით მესამე შეხევდრა, მომავალი გვიჩვენებს.