”გაზის გაძვირებას ერთ დღეში პურის გაძვირება მოჰყვა” - ასეთი სათაურით ქვეყნდება დღეს გაზეთის პირველ გვერდზე პუბლიკაცია, საიდანაც ვიგებთ, რომ გაიზრდება ყველა იმ პროდუქციის ფასი, რომლის წარმოებისთვისაც ბუნებრივი აირია საჭირო. ამასთან, ავტორი დასძენს: ”ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უმთავრესი პრობლემა სურსათზე ფასების მატება კი არა, მოსახლეობის თვიური შემოსავლის სიმცირეა. ეკონომიკური ექსპერტი დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და სამრეწველო პროდუქციის ფასებს შორის საკმაოდ დიდი დისპროპორციაა.”
იგივე გაზეთი ინტერესდება იმით, თუ როგორ მიმდინარეობს პარლამენტში კონსულტაციები პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივაზე. მკითხველი იგებს, რომ, მთავრობის საპარლამენტო მდივან გია ხუროშვილის განმარტებით, კანონპროექტის მთავარი პრინციპი ის არის, რომ ”მოხდება კერძო საკუთრების დაცვისთვის ქონებრივი ამნისტიის საკითხების დეფინიცია, ოპოზიცია კი საკუთრების დაცვის ახალ პრინციპებს იწუნებს. ოპოზიციონერ კახა კუკავას კორესპონდენტისთვის უთქვამს: ”საქმე ის არის, რომ ამ კანონპროექტით რეალურად იმ პრობლემას არ ვწყვეტთ, რასაც ეწოდება ექსპროპრიაციის შეწყვეტა. მიგვაჩნია, რომ ამ პროექტის მიღების შემდეგ მართლაც უნდა შეწყდეს ექსპროპრიაციის სხვადასხვა ფორმები და არ უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოებისთვის დატოვებული ხვრელები, რათა ექსპროპრიაცია გააგრძელონ.”
ამავე თემას აშუქებს დღევანდელი ”ახალი თაობა” და დეპუტატ მამუკა კაციტაძის მოსაზრებას გვაცნობს: ”თუ ამნისტიაზე საუბრობენ, - ამბობს მამუკა კაციტაძე, - ეს საუბარი ერთადერთი, ვისაც შეიძლება შეეხოს, ჩინოსნები არიან, რომლებიც მაინცდამაინც არ იმსახურებენ ამნისტიის ქვეშ მოქცევას თავიანთი ნამოქმედარის გამო. მაგრამ ყოველგვარი საუბარი ამნისტიაზე მესაკუთრეებთან მიმართებაში უაზრობაა იმიტომ, რომ ამნისტია შინაარსით პატიებას ნიშნავს. დღევანდელ მესაკუთრეებს არავისგან არაფერი საპატიებელი არ აქვთ. ისინი მოქმედებდნენ იმ კანონით, იმ რეალობის ფონზე გახდნენ საკუთრების მფლობელები, რომელიც მაშინ არსებობდა.”
”24 საათის” მთავარი პუბლიკაცია - ”ინფლაციის ახალი ფასი 641 მილიონი” - ბიუჯეტის ზრდას შეეხება. ავტორი წერს: ”მუდმივად ინფლაციურ ცეცხლთან თამაში, ლარის დაუსრულებელ გამყარებასთან ერთად, ეკონომიკური პროცესების კიდევ უფრო დამძიმების აშკარა წინაპირობაა. წლის განმავლობაში ბაზარზე ამხელა დამატებითი ფულადი მასის გამოსროლა ფულის შემდგომი გაუფასურებისკენ კიდევ ერთი ძალიან სერიოზულად წამბიძგებელი გახდება. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ უარყოფს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რჩევას, არ მოახდინოს გაზრდილი შემოსავლების მყისიერი ხარჯვა და სხვადასხვა მექანიზმებით მათი დაზოგვა-დაბანდების ინსტრუმენტები აამოქმედოს.”
დღევანდელ გაზეთებში ადგილი ეთმობა დევნილთა პრობლემასაც. იმავე ”24 საათში” წაიკითხავთ: ”არის შემთხვევები, როდესაც დევნილებს მათ მიერ დაკავებული შენობებიდან ასახლებენ და ალტერნატიულ ფართს არ სთავაზობენ. მაგალითად, ვაზისუბნის სპეცავტომეურნეობის შენობიდან დევნილები ისე გამოასახლეს, რომ მათთვის ალტერნატიული ფართი არ შეუთავაზებიათ. დევნილებს თავშესაფრის მისაღებად შიმშილობის დაწყება და ღია ცის ქვეშ რამდენიმე ღამის გათენება მოუხდათ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილებთან მოლაპარაკება გამოსახლების შემდეგ დაიწყო.”