დონის როსტოვში თავს დაესხნენ ცნობილ ჟურნალისტს, საინფორმაციო სააგენტო
"სევერნი კავკაზის" გენერალურ დირექტორსა და რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტს სერგეი სლეპცოვს. თავდასხმა სამი დღის წინათ მოხდა, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დღეს გავრცელდა. სლეპცოვს სასტიკად სცემეს მისივე სახლის სადარბაზოში. ჟურნალისტი ადგილობრივი საავადმყოფოს ნეიროქირურგიის განყოფილებაში მოათავსეს. მილიციაგი აცხადებენ, რომ სლეპცოვს ხულიგნები დაესხნენ თავს, მაგრამ ჟურნალისტის კოლეგებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს სლეპცოვის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული შურისძიება იყო.