საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები მიესალმნენ უზბეკეთში
დამოუკიდებელ ჟურნალისტ უმიდა ნიაზოვას გათავისუფლებას. სააპელაციო სასამართლომ პირობითი სასჯელით შეცვალა 7-წლიანი პატიმრობა, რომელიც ნიაზოვას გასულ კვირაში მიუსაჯეს. ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუზის" შეფასებით, ნიაზოვას დაპატიმრების ნამდვილი მიზეზი მისი პროფესიული საქმიანობა იყო. ხოლო "ჰიუმან რაითს უოჩის" ინფორმაციით, უზბეკეთში კიდევ, სულ ცოტა, 14 უფლებადამცველია დაკავებული პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე.