Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ ამარაში მოკლეს ჩვენი


ერაყის ქალაქ ამარაში მოკლეს ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის კორესპონდენტი

ერაყის ქალაქ ამარაში მოკლეს ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის კორესპონდენტი
ნაზარ აბდულვაჰიდ რადჰი. პრესკონფერენციის შემდეგ იგი კოლეგებთან ერთად ადგილობრივი სასტუმროდან გამოდიოდა, როცა ავტომანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს. რადჰის - სამი შვილის მამას - ოთხი ტყვია მოხვდა და ადგილზევე გარდაიცვალა. რადჰი 37 წლის იყო. ბოლო ორი თვის მანძილზე ეს ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის მეორე თანამშრომელია, რომელიც ძალადობას ემსხვერპლა. აპრილის დამდეგს მეამბოხეებმა მოიტაცეს და მოკლეს ჟურნალისტი ქალი ჰამაინ მუჰსინ ჰალაფი, რომელიც ასევე თანამშრომლობდა რადიო "თავისუფალ ერაყთან".
XS
SM
MD
LG