გაზეთ ”ალიასთან” ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ნაზი არონია აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციას და ”სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა ნარჩენებს” გააერთიანებს. სხვადახვა პარტიებში ადგილის დასაკავებლად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ემზადებიან. დეპუტატ არონიას პროგნოზით,”სექტემბრიდან უკვე ბევრს ვიხილავთ, ვინც სხვაგან ცდილობს ბუდის გაკეთებას. მე, პირადად, 10-15 კაცი თუ ქალი ვიცი. ძალიან მენანება, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა თავის დროზე ვერ მოასწრო და ვერ შეარჩია ძალიან ბევრი ვინმე”, ამბობს დეპუტატი ნაზი არონია ”ალიასათვის” მიცემულ ინტერვიუში.
ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი კახა კუკავა, რომლის ინტერვიუსაც ყოველდღიური გაზეთი ”ახალი თაობა” ბეჭდავს. ოღონდ კახა კუკავა ერთ დათქმას აკეთებს: ”ჩვენი ხედვა ასეთია: ქვეყანაში უნდა იყოს დემოკრატიული წყობა, სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკა, დაცული უნდა იყოს ადამიანის ეთნიკური და რელიგიური იდენტურობა. ამ ხედვებთან დაკავშირებით გვაინტერესებს ჩვენი პარტნიორების აზრი - მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის ხედვაც. თუ ამ საკითხებზე შევთანხმდით, ჩვენს ურთიერთობას ვერაფერი დააბრკოლებს”, - აცხადებს დეპუტატი კახა კუკავა გაზეთ ”ახალი თაობისათვის” მიცემულ ინტერვიუში.
ყოველდღიური ”24 საათი” კი დიდ ადგილს უთმობს ”ბისეკის” ქვეყნების საიუბილეო სამიტს სტამბულში და საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას ”ქართული დიპლომატიის სამშვიდობო შეტევად”აფასებს. სტატიაში მოყვანილია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვები: ”ჩვენ აფხაზ და ოს ხალხს ვთავაზობთ ფართო ავტონომიას საქართველოს შემადგენლობაში. საზღვრის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება ძალიან სახიფათოა და შეიძლება რეგიონში მდგომარეობა ააფეთქოს”,- აღნიშნა სტამბულში გამოსვლისას სააკაშვილმა, რომელიც, რუსული პრესის პროგნოზების მიუხედავად, სტამბულში პრეზიდენტ პუტინს პირისპირ არ შეხვედრია და არ შეუთავაზებია მისთვის მხარი დაეჭირა დიმიტრი სანაკოევის ხელისუფლებისთვის, გარკვეული დათმობების სანაცვლოდ.
გაზეთ ”რეზონანსის” თანახმად კი, საქართველოში გაყინული კონფლიქტების არსებობა და ესკალაციის საშიშროება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ირანსა და თურქეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორაში, რომელმაც საკუთარი მიმართვა ინტერნეტგამოცემით გაავრცელა. ”აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ სამხედრო მოქმედების ნებისმიერი სახით დაწყება საქართველოში აგრესიად შეფასდება და ამ შემთხევაში თურქეთსა და ირანში მცხოვრები ქართული დიასპორა ისტორიულ სამშობლოს სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს”, - ასეთ ტექსტს აქვეყნებს 26 ივნისს გამოსული გაზეთი ”რეზონანსი”, რომლის თანახმადაც, ”ირანში მცხოვრები ქართველობა, ისტორიულ სამშობლოში საომარი კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, ერთი კვირის ვადაში საქართველოს 50 ათასი მეომრის შეკრებას დაჰპირდა.”