გუშინ ის საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილს, დღეს კი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შემდეგ ვან დერ ლინდენი ევროსაბჭოს საინფორმაციო ბიუროს შენობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე საშუალება მომეცა რენე ვან დერ ლინდენისთვის რამდენიმე შეკითხვით მიმემართა:
- დავიწყებ მესხებით, მათი რეპატრიაციის საკითხით, ვინაიდან საქართველოში დღეს საკმაოდ ძლიერი წინააღმდეგობა არსებობს ამ პროცესისადმი, რაც, თავისთავად, ქვეყნის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს ევროსაბჭოს მიმართ. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს ვალდებულება საქართველოს თავს მოახვიეს. მაინტერესებს, როგორი იყო მექანიზმი, როგორ განისაზღვრა რა ვალდებულებები უნდა აეღო საქართველოს და როგორია ქვეყნის მიღებისას მისი ვალდებულებების განსაზღვრის მექანიზმი, ზოგადად?
- მოდით, ასე დავიწყოთ: როდესაც ქვეყანა წევრობაზე განაცხადს აკეთებს, ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს მის მიერ ევროსაბჭოსგან დაწესებული ვალდებულებების შესრულების გზებზე. ეს ვალდებულებები საკმაოდ ზუსტად არის განსაზღვრული და ასახული კონვენციებში (მაგალითად, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაში) და წესებში, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე მივიღეთ. ასე რომ, კანდიდატ ქვეყანასთან ვიხილავთ ამ ვალდებულებებს და ვთხოვთ მათ შესრულებას. თუმცა ქვეყანა ხდება ევროსაბჭოს წევრი ყველა ვალდებულების შესრულებამდეც. ამის გამო ჩვენ გვაქვს მონიტორინგის პროცედურა, რომელიც გულისხმობს თვალყურის დევნებას ყველა ვალდებულების შესრულებაზე, რომლებსაც ხელი მოეწერა წევრი ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის მიერ. ასე რომ, ამ ვალდებულებების შესრულებას ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც კანონების შესრულებას. უკვე ორი წელია ვამზადებთ მონიტორინგის ანგარიშს და ვმსჯელობთ საპარლამენტო ასამბლეაში იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა ან ვერ გაკეთდა, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ წევრ ქვეყნებს ვალდებულებათა შესრულებაში. მონიტორინგის პროცედურა არ უნდა განვიხილოთ სასჯელად. ეს, მართლაც, არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ნაბიჯ-ნაბიჯ დაეხმარო წევრ ქვეყანას რეფორმის პროცესში. ეს არ არის ბრალდებისა და შერცხვენის პროცესი, არამედ სრულიად საპირისპირო - თანამშრომლობისკენ წახალისების პროცესია. რაც შეეხება მესხების საკითხს: ჩვენი რეკომენდაციაა აქტიურად იზრუნოთ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისთვის და დააჩქაროთ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა იმისათვის, რომ შეიქმნას პირობები რეპატრიაციის პროცესისთვის (იმის გათვალისწინებით, რომ პროცესი 2011 წლისთვის უნდა დასრულდეს). ასე რომ, არა ახლავე - 2007-ში - უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, არამედ 2011 წლისთვის. ჩვენ რამდენჯერმე მივიღეთ რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთი პუნქტი მესხეთიდან დეპორტირებულ მოსახლეობას შეეხებოდა. ვიმედოვნებ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ ანგარიშში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე აისახება ის, თუ რამდენად შორს წავიდა საქართველო საკითხის საკანონმდებლო უზრუნველყოფის საქმეში.
- ახლა კი, კონფლიქტზე, ქართულ-ოსურ კონფლიქტზე, ვისაუბროთ. რამდენადაც ვიცით, თქვენ ხვალ კონფლიქტის რეგიონში ჩასვლას აპირებთ. ალბათ, შეხვდებით კოკოითისა და სანაკოევს. თბილისსა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის არსებულმა ურთიერთობამ არ მოიტანა შედეგად კონფლიქტის მოგვარება. როგორც იცით, ახლა რეგიონში კიდევ ერთი მოთამაშე გამოჩნდა - დროებითი ადმინისტრაციისა და, კერძოდ, დიმიტრი სანაკოევის სახით. ხომ ვერ გაიხსენებთ ახალი მოთამაშის შექმნის ისეთსავე გზას რომელიმე სხვა რეგიონში, როგორც ეს სანაკოევის შემთხვევაში მოხდა?
- არა. მაგრამ ეს არ არის ჩემი ახლანდელი ვიზიტის მთავარი საკითხი, რადგან ევროსაბჭო არ არის ისე აქტიურად და პირდაპირ ჩართული ამ კონფლიქტის მოგვარებაში. ერთადერთი ჩარევა ჩვენი მხრიდან არის მოწოდება ორივე მხარის მიმართ - იმოქმედონ ევროსაბჭოს ნორმების ჩარჩოებში, რაც ნიშნავს კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. მათ არა აქვთ სამხედრო ძალის გამოყენების უფლება. არ არის ზუსტად განსაზღვრული გავემგზავრები თუ არა კონფლიქტის რეგიონში. ეს ჩემთვის არ არის ისეთი მნიშვნელოვანი. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია: პირველი - გამოვხატო ჩემი მტკიცე ერთგულება თქვენი ქვეყნის, თქვენი მშვენიერი ქვეყნის მიმართ (თუ არ ვცდები, მეოთხედ თუ მეხუთედ ვარ აქ); მეორე - განვიხილო პროგრესი, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში მიაღწია; მესამე - განვიხილო მომავალ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები და აგრეთვე - ურთიერთობა თქვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის.
- თქვენ ბრძანდებოდით სომხეთში და დაგეგმილი გაქვთ აზერბაიჯანში გამგზავრება. შენიშნეთ თუ არა რაიმე ძვრა მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით?
- ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ორი წლის შემდეგ ჩამოსვლისას მე ვერ დავინახე რეალური წინსვლა. მეტიც - სრულიად საპირისპირო შთაბეჭდილება დამრჩა. სომხეთში შეხვედრების შემდეგ მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. ვნახოთ, რა იქნება აზერბაიჯანში. მათ აუცილებლად უნდა გადაწყვიტონ ეს პრობლემა. ეს მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის და სომხეთის მომავლისთვის. თუმცა დღეს მათ მიაჩნიათ, რომ პრობლემის გადაჭრა არ არის აუცილებელი ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან მათი ეკონომიკის ზრდის ტემპი მაღალია. მე კი ვფიქრობ, რომ ვერც ერთი რეგიონი ვერ გამოიყენებს გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს, თუკი იქ ორი საზღვარი დაკეტილია - საზღვარი თურქეთთან და საზღვარი აზერბაიჯანთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საკითხზე მსჯელობის გაგრძელება და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზის პოპულარიზაცია. თუმცა, სომხეთში შეხვედრებით თუ ვიმსჯელებ, ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ოპტიმიზმს რაიმე შეემატა.
- ხომ არ გისაუბრიათ სომხეთის მთავრობის ახალ ინიციატივაზე უცხოური მედიასაშუალებების მიმართ დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ, რომელიც სომხეთის პარლამენტის სხდომაზე ”ჩავარდა”?
- მედიის შესახებ ვისაუბრე. მიუღებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება. ჩვენ სომხეთის შესახებაც ვამზადებთ მონიტორინგის ანგარიშს და ეს საკითხი, ეჭვგარეშეა, შევა ანგარიშში. ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტებზე დაყრდნობით შევიქმნათ წარმოდგენა არსებულ ვითარებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ მასზე ევროსაბჭოში მონიტორინგის ანგარიშის მორიგი განხილვისას.