Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს


საქართველო მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას მისი ტერიტორიის დაბომბვასთან დაკავშირებით.

საქართველო მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას მისი ტერიტორიის დაბომბვასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს წარმომადგენლობამ გაეროში უკვე მიიღო თბილისიდან შესაბამისი ინსტრუქციები. ბეჟუაშვილის თქმით, დაბომბვის ფაქტზე საქართველოს უტყუარი მტკიცებულებები აქვს. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, ექსპერტების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოგდებულ იქნა რუსული წარმოების "რადუგას" ტიპის KN-58 ტაქტიკური რადიოლოკაციურსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა. იუწყებიან აგრეთვე, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპას მოუწოდა, დაგმოს მოსკოვის მოქმედება, საქართველოს ტერიტორიაზე ორშაბათს საღამოს ბომბის ჩამოგდებასთან დაკავშირებით.
მოსკოვი უარყოფს ბრალდებას, რომ ბომბი მისმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს. ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარე მიგელ ანხელ მორატინოსმა შეშფოთება გამოთქვა ინციდენტის გამო და რუსეთსა და საქართველოს თავშეკავებისაკენ მოუწოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო იერიში, მაგრამ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ ვის ეკისრება იერიშისთვის პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG