პრეფერენციათა განახლებული სისტემის, ე.წ.”GSP+” (”ჯი-ეს-პი პლუსი”)-ის, მიმდინარეობის შესახებ. საკითხთა სიმრავლის გამო ”GSP+” -ზე მსჯელობა მთავრობის უახლოესი სხდომისთვის გადაიდო.
როგორ იყენებს საქართველო ევროკავშირის პრეფერენციათა განახლებულ სისტემას ”ჯი-ეს-პი პლუსს”, საერთოდ რას ნიშნავს ეს სისტემა და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას?
საქართველო ევროკავშირის პრეფერენციათა განახლებული სისტემის, ე.წ. ”ჯი-ეს-პი პლუსის”, მიმღები ქვეყანა 2 წლის წინ გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მეწარმეებს საშუალება აქვთ ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 7000-მდე დასახელების პროდუქტის ექსპორტი ნულოვანი საბაჟო გადასახადის პირობებში განახორციელონ. ამავე პროგრამის მიხედვით, საქართველოში დამზადებული 3600-მდე დასახელების ნაწარმი შეღავათიანი საბაჟო ტარიფით იბეგრება.
საქართველოს სავაჭრო პოლიტიკისა და სამართლის საერთაშორისო ცენტრი, ბიზნესმენთა ფედერაციასთან ერთად, ამ ბოლო 2 წლის მანძილზე ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გაევრცელებინა ევროკავშირის პრეფერენციათა განახლებული სისტემის ”ჯი-ეს-პი პლუსის” შესახებ. სისტემის შეღავათებს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკისა და სამართლის საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ხვთისიაშვილი განმარტავს:
[ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხმა] ”მონიჭებული გვაქვს ჩვენ ისეთი რეჟიმი ევროკავშირის 25 ქვეყნიდან, რომ საქართველოში წარმოებული საქონელი შეიძლება შევიდეს ისე, რომ არ გადაიხადოს საბაჟი გადასახადი. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ დიდი შეღავათია ქართული ექსპორტისთვის. აქამდე იძლეოდა საშუალებას, რომ, მაგალითად, თუ იყო 10 პროცენტი საბაჟო გადასახადი, შეგვეტანა 6,5-ით, გამოკლებული 3,5... ახლა არის ნულოვანი.” (სტილი დაცულია)
პრეფერენციათა ამ სისტემის წყალობით, მაგალითად, ქართული თხილი თურქულ თხილთან კონკურენტუნარიანი ხდება. თურქეთში წარმოებული თხილი ევროკავშირის ბაზარზე 4 პროცენტიანი შეღავათით სარგებლობს, რაც მას ევროპის ბაზრის მონოპოლიის საშუალებას აძლევს. ”სახალხო ბანკის” წარმომადგენელი შოთა ბუხაიძე ფიქრობს რომ ”ჯი-ეს-პი პლუსის” მეშვეობით ევროპის ბაზარზე ადგილს ქართული თხილიც დაიმკვიდრებს:
[შოთა ბუხაიძის ხმა] ”ბანკ “რესპუბლიკაში” მე მაქვს შეთავსებული იმ პროექტების განვითარება, რომლებიც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის იმ საწარმოებთან, რომლებიც საექსპორტო პროდუქციას აწარმოებენ. მე მინდა ერთი კონკრეტული მაგალითი მოგიყვანოთ: ამ კანონის გამო 4%-ით იაფი ღირს ქართული თხილი, ვიდრე თურქული.” (სტილი დაცულია)
თხილის გარდა, ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე ექსპორტირების საშუალება ეძლევა საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის უამრავ პროდუქციას, მძიმე მრეწველობის პროდუქტებს თუ ხელნაკეთი სუვენირების მწარმოებელ კერძო პირებს.
”ჯი-ეს-პი” პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო ეგრეთ წოდებულ ”ფორმა ა”-ს გასცემს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ამ სააგენტოს წარმომადგენლის ანდრო დვალის ინფორმაციით, ”ჯი-ეს-პი” სისტემით არც ისე ბევრი კომპანია სარგებლობს:
[ანდრო დვალის ხმა] ”არ არის დიდი წრე, რადგან ეს გაიცემა მხოლოდ საქართველოში წარმოშობილ პროდუქციაზე. დიდი საწარმოებიდან გაცემულია აზოტზე, ფეროშენადნობზე. “კოკა-კოლა” სარგებლობს საკმაოდ კარგად: მას წელიწადში 12 მილიონის პროდუქცია გააქვს ევროკავშირის ბაზარზე...”(სტილი დაცულია)
შეგახსენებთ, რომ, ევროკავშირის ქვეყნების გარდა, საქართველოს საექსპორტო პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, შვეიცარიაში, იაპონიასა და თურქეთში სარგებლობს პრეფერენციების ”ჯი-ეს-პი” სისტემით.