მან თქვა, რომ ერაყში ამერიკის ჯარების სარდლის გენერალ დევიდ პეტრეუსისა და ერაყში ამერიკის ელჩის რაიან კროკერის მიერ რამდენიმე დღის წინ წარმოდგენილი სტრატეგია სავსებით მისაღები უნდა იყოს ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, მიუხედავად იმისა, ემხრობა თუ ეწინააღმდეგება ის საომარ მოქმედებებს ერაყში. ჯორჯ ბუშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის სამხედრო შენაერთები ერაყს თანდათანობით დატოვებენ, რადგანაც, ქვეყნიდან ერთბაშად სრული გამოსვლის შემთხვევაში, ალ-ყაიდა უცილობელ გამარჯვებას მოიპოვებს. ოპოზიციონერი დემოკრატები პრეზიდენტ ბუშის გამოსვლას აკრიტიკებენ და ბუნდოვანს უწოდებენ.
ამერიკის პრეზიდენტმა ზუსტად იცის, რომ ყველა ამერიკელს, ერაყის ომის მომხრესაც და მოწინააღმდეგესაც, ძალიან უნდა ამერიკელი ჯარისკაცები შინ სწრაფად დაბრუნდნენ. ამიტომ გენერალ პეტრეუსის მიერ შემუშავებულ გეგმას ყველა ამერიკელი დაუჭერს მხარს – ასეთია ჯორჯ ბუშის დასკვნა:
(ბუშის ხმა) "ამერიკელებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება სურთ და კიდევ ის, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა ერაყიდან შინ დაბრუნება დაიწყონ... ერთმანეთს ვეწინააღმდეგებოდით, ერთი მხრივ, ჩვენ, ვისაც გვჯერა, რომ წარმატება ერაყში არსებითია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და, მეორე მხრივ, ისინი, ვინც ჯარების გამოყვანას მოითხოვდა. ერაყში მიღწეული წარმატების მასშტაბებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ჯარისკაცების გამოყვანაზე ვიფიქროთ. და პირველად, წლების შემდეგ, დაპირისპირებული მხარეებისთვის ჩნდება თანხმობის მიღწევის შესაძლებლობა მძიმე დებატებში."
ამერიკის ჯარების სარდალმა ერაყში გენერალმა პეტრეუსმა და ამერიკის ელჩმა ერაყში რაიან კროკერმა მიმდინარე კვირაში 2 დღე მიუძღვნეს კონგრესის ორივე პალატის წინაშე გამოსვლებს, რათა მხარდაჭერა მოეპოვებინთ. მათი გეგმის მიხედვით, 2008 წლის ივლისამდე ერაყში ამერიკელი სამხედროების გაზრდილი რიცხვი 30 ათასით უნდა შემცირდეს. სარდალმა და ელჩმა კონგრესმენებისა და ჟურნალისტების წინაშე დიდხანს ისაუბრეს ერაყში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების საგრძნობ გაუმჯობესებაზე და თქვეს ისიც, რომ ეს, მნიშვნელოვანწილად, სწორედ სამხედრო კონტინგენტის გაზრდის შედეგია.
რა მოხდება ივლისის შემდეგ, დევიდ პეტრეუსს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია. გენერალი დაპირდა კონგრესს, რომ სამომავლო რეკომენდაციებს ის მომავალი წლის მარტისთვის შეიმუშავებს. მისი თქმით, ჯარების ერაყიდან გამოყვანის ზუსტ გრაფიკზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. პეტრეუსმა და კროკერმა დაადასტურეს პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის მთავრობის მცირედი წინსვლა ქვეყნის კანონმდებლობის მოწესრიგების საქმეში. ამან კი მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს სუნიტი და შიიტი მუსლიმანების შერიგების პროცესში. დადებით მხარეებზე ხუთშაბათს ჯორჯ ბუშმაც ისაუბრა, თუმცა იმ კონტექსტში, რომ – აი, როგორც იქნა იდგმება პირველი ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანების გზაზე. ამერიკის პრეზიდენტს მოსწონს, რომ ერაყის მთავრობამ ბიუჯეტის მიღება შეძლო და ნავთობის შემოსავლებიც ნაწილდება. თუმცა, მისი თქმით, მთავარია, რომ რეგიონებში მიღწეული პროგრესი ბაღდადში მიღწეულს დაუკავშირდეს.
13 სექტემბერს, ტელეეთერში გამოსვლისას, ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რაც მანამდეც არაერთხელ უთქვამს. კერძოდ, ისაუბრა მოსალოდნელ საშინელ შედეგებზე იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკის ჯარებს ერაყის დატოვება სრული შემადგენლობით მოუწევთ. ჯორჯ ბუში დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში საშინელი საფრთხე, უშუალოდ ერაყის გარდა, ახლო აღმოსავლეთს და, უფრო მეტიც, მთელ მსოფლიოს დაემუქრება. ჯორჯ ბუშის მიერ დახატული სურათი მართლაც შემაშფოთებლად გამოიყურება:
(ბუშის ხმა) "ერაყის დატოვება რომ მოგვიხდეს, ეს სტიმულს მისცემს ყველა ჯურის ექსტრემისტს. ალ-ყაიდა სულ უფრო მეტ ხალხს გააერთიანებს და სულ უფრო გაიფართოებს სამოქმედო არეალს. შექმნილი ქაოსის ფონზე ისარგებლებს ირანი, რომელიც სულ უფრო მეტი ძალისხმევით შეეცდება ატომური იარაღის შექმნას და რეგიონში გაბატონებას. ექსტრემისტების კონტროლქვეშ მოექცევა მსოფლიოს ენერგორესურსები. ერაყი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. დემოკრატიული მოძრაობა განადგურდება. ... და ჩვენს შვილებს დავუტოვებთ კიდევ უფრო მეტად სახიფათო მსოფლიოს."
ჯორჯ ბუშის გამოსვლამდე 2 დღით ადრე მსოფლიომ სამგლოვიარო თარიღი, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მე-6 წლისთავი, გაიხსენა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკელებმა ყველაზე უკეთ იციან, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს მსოფლიო.
პრეზიდენტის გამოსვლა კრიტიკულად შეაფასეს ოპოზიციონერმა დემოკრატებმა. სენატორმა ჯეკ რიდმა თქვა, რომ ჯორჯ ბუშის გეგმები მისი პარტიისთვის მიუღებელია და რომ, როგორც ჩანს, პრეზიდენტი კარგად ვერ მიხვდა, რაზე საუბრობდა მისი გენერალი, დევიდ პეტრიუსი:
(რიდის ხმა) "ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ნებისმიერი მოწინააღმდეგე დაამარცხონ ბრძოლის ველზე. თუმცა, როგორც გენერალმა პეტრეუსმა არაერთხელ განაცხადა, მთავარი, არსებითი პრობლემები ერაყში პოლიტიკურია და არა – სამხედრო. ერაყში მშვიდობის დამყარების ერთადერთი საშუალებაა ის, რომ ქვეყნის ლიდერები შეეცადონ საუბრის გზით გამონახონ ძველ უთანხმოებათა მოგვარების გზები."
დემოკრატი სენატორი რიდი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია ამერიკელების (მათ შორის - ვეტერანების) ინტერესებსა და მოთხოვნებს უგულებელყოფს მაშინ, როცა ყოველთვიურად ერაყში 10 მილიარდ დოლარს ხარჯავს.