საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპოზიტორის, იან სიბელიუსის გარდაცვალების 50 წლისთავს აღნიშნავს. სიბელიუსის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცენტრალური ღონისძიებები ფინეთში გაიმართება. რაც გასაგებია - იან სიბელიუსი ხომ ფინეთის ეროვნულ გმირად ითვლება. სიბელიუსის შემოქმედების შესახებ გიამბობთ ყოველკვირეულ პროგრამაში ”ოქროს საუკუნე”, რომელიც ჩვენს კოლეგას, გიორგი გვახარიას მიჰყავს
[მუსიკა]88
”ნურასოდეს მიაქცევთ ყურადღებას,ა რას წერენ თქვენზე კრიტიკოსები. კრიტიკოსებს ძეგლებს არასად უდგამენ” - თქვა იან სიბელიუსმა, როცა 1957 წელს, კომპოზიტორის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომელიღაც კრიტიკოსმა დაწერა, სიბელიუსი კარგი კომპოზიტორია, მაგრამ გენიოსი ვერ გახდა, რადგან თავისი სკოლა ვერ შექმნაო.
რაღა სკოლა უნდა შეექმნა კომპოზიტორს, რომელსაც მეოცე საუკუნის ბეთჰოვენი უწოდეს, კომპოზიტორს, რომელმაც მელოდიის კრიზისის ეპოქაშიც კი შესძლო შეექმნა უბრალო და დასმახსოვრებელი მუსიკა და, რაც მთავარია - მაშინ, როდესაც კომპოზიტორთა უმრავლესობა კრიზისის დაძლევას ფოკლორის მექანიკური გამოყენებით, ან, უბრალოდ, გადამუშავებით ცდილობდა, სიბელიუსმა უარი თქვა ციტატებზე, სტილიზაციაზე. სიბელიუსმა თავად შექმნა ახალი მუსიკა
[მუსიკა] 90
იან სიბელიუსი 1865 წლის 8 დეკემბერს, ფინეთის პატარა სოფელში დაიბადა. იურისპრუდენციამ გაიტაცა, მაგრამ მოულოდნელად უნივერსიტეტს თავი დაანება და ჯერ ჰელსინკის მუსიკალურ ინსტიტუტში, შემდეგ კი ბერლინის კონსერვატორიაში გააგრძელა სწავლა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შესრულდა მისი სიმფონიური პოემა ”კულერვო”, რომელიც ლამის ფინეთის ეროვნულ ჰიმნზე უფრო პოპულარული გახდა. 1899 წელს შესრულდა სიბელიუსის პირველი სიმფონია. სხვათა შორის, სიბელიუსმა სწორედ სიმფონიებით და სიმფონიური პოემებით გაითქვა სახელი, თუმცა კომპოზიტორის პოპულარობა მაინც უფრო მისმა სავიოლინო კონცერტმა განაპირობა.
[მუსიკა]91.00.
სიბელიუსს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწერილი თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, მაგრამ ფინეთში მას უკვე ”გენიოსად” აცხადებდნენ. და არა მარტო იმიტომ, რომ საუკუნის დასაწყისში ფინეთის მუსიკალური სკოლა უაღრესად რარიბი იყო. მთავარი ისაა, რომ სიბელიუსის მუსიკამ ხალხში როვნული თვითშეგნება გამოაღვიძა; იმხანად, როცა მსოფლიო მუსიკალურ სამყაროს სიბელიუსი მოევლინა, ფინეთი ჯერ შვეციის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ კი, 1917 წლის რევოლუციამდე, რუსეთზე იყო დამოკიდებული... აი, ასეთ კულტურულ გარემოში გამოჩნდა მუსიკოსი, რომელმაც ერთის მხრივ ვაგნერის, შემდეგ ბრამსის, ბოლოს იოჰან შტრაუსის გავლენა განიცადა და მეორეს მხრივ, არავის ჰგავდა. ფინეთში სერიოზული მუსიკისგან შორს მყოფი ადამიანებიც კი ადვილად გამოიცნობენ ხოლმე სიბელიუსის მუსიკას
[მუსიკა]93
იან სიბელიუსს დრამატულ-თეატრალური ფორმები იტაცებდა. თუმცა ფინელები თვლიან, რომ ყველაზე საინტერესო მისი ვოკალური ნაწარმოებებია, რომელსაც ფინეთის გარდა იშვიათად ასრულებენ ფინური ენის სპეციფიკის გამო. სხვათა შორის, ეს ენობრივი ბარიერი გახდა სწორედ მიზეზი იმ კრიზისისა, რომელიც სიბელიუსის შემოქმედებაში 20-იანი წლების მიწურულს დაიწყო
სიბელიუსის შემოქმედებითი აქტიურობა ფაქტობრივად 1926 წელს დასრულდა სიმფონიური პოემით ”ტაპიოლა”. მსოფლიო სიბელიუსის მერვე სიმფონიას ელოდა, მაგრამ ამაოდ.
ამ კრიზისის წლებში სიბელიუსის მუსიკა შეერთებულ შტატებში ხდება პოპულარული. სწორედ ამერიკაში უწოდეს კომპოზიტორს ”მეოცნებე”, კაცი, რომელმაც უარი თქვა ატონალური მუსიკის პრინციპებზე, მაგრამ მაინც დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო მუსიკალურ ელიტაში. კომპოზიტორი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ზღაპრულ არსებებს, ხალხური ლეგენდების გმირებს უძღვნიდა თავის ნაწარმოებებს, თავად იქცა ”ხალხურ მუსიკოსად”. ამბობენ, რომ ფინელები არაერთხელ შემცდარან - სიბელიუსის ზოგიერთი ნაწარმოები ”ხალხურად” მიუჩნევიათ... არა და ვიმეორებთ, ამ მუსიკას ”ფოკლორული წყარო” არასდროს ჰქონია.
[მუსიკა]95,96
იან სიბელიუსი იარვენპიაში, მშობლიურ -სოფელში გარდაიცვალა - იქ, სადაც სადაც 53 წელი იცხოვრა - ბუნებაში, სიმშვიდეში, სიმყუდროვეში. მეოცე საუკუნის სკანდინავური კულტურის კიდევ ერთმა გენიოსმა, ინგმარ ბერგმანმა სიბელიუსის გარდაცვალების შემდეგ თქვა, ჩვენ, სასოწარკვეთილ, უიმედო და უღმერთო მხატვრებს უნდა გვშურდეს იან სიბელიუსის, რომელიც გამუდმებით გვარწმუნებდა, მეოცე საუკუნის ხელოვნება სულიერებას არ დაშორებია, ეს ჩვენ დავშორდით ხელოვნებას, და შესაბამისად, სულიოერებასო.
[მუსიკა]91.00.47 (სავიოლინო კონცერტის ფინალი]