Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთის “კვარტეტმა” მხარი მხარი


ახლო აღმოსავლეთის “კვარტეტმა” მხარი მხარი დაუჭირა ვაშინგტონის იანიციატივას, რომელიც ნოემბრის დასაწყისში ისრაელისა და პალესტინის

ახლო აღმოსავლეთის “კვარტეტმა” მხარი მხარი დაუჭირა ვაშინგტონის იანიციატივას, რომელიც ნოემბრის დასაწყისში ისრაელისა და პალესტინის
მოწესრიგების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას ითვალისწინებს. ნიუ-იორკში ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის შეხვედრაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ ოთხეული მხარს უჭერს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტსა და პალესტინის ავტონომიის მეთაურ მაჰმუდ აბასს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსბ “ჩვენ მივესალმებით ორივე მხარის გადაწყვეტილებას, შეიქმნას სპეციალური ჯგუფები არსებითი პრობლემის გადაწყვეტისათვის – ორი სახელმწიფოს, ისრაელისა და დამოუკიდებლი პალესტინის მშვიდობიანი თანაარსეობისათვის.” “კვარტეტის” შეხვედრაზე ნიუ-იორკში, სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ მიესალმება მომავალ სამიტში არაბული ლიგის ქვეყნებისა და აგრეთვე სირიის მონაწილეობას. ახლო აღმოსავლეთის "კვარტეტში" შედიან შეერთებული შტატები, გაერო, ევროკავშირი და რუსეთი.
XS
SM
MD
LG