Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი


საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარი პარტიის ოფისში დღეს გვიან საღამოს დააკავეს.

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარი პარტიის ოფისში დღეს გვიან საღამოს დააკავეს.
პარტიის "ერთიანი საქართველოსთვის" ცენტრალურ ოფისში ოქრუაშვილის დასაკავებლად კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ. დაკავებიდან დაახლოების ნახევარ საათში სპეციალური ბრიფინგი გამართა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ. ნიკა გვარამიას თქმით, თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარე გამოძიების შედეგად, გამოიკვეთა არაერთი დანაშაულებრივი ქმედება ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან. გენერალური პროკურორის მოადგილემ ეჭვმიტანილის ბრალდებები ჩამოთვალა: (გვარამიას ხმა) "ირაკლი ოქრუაშვილი ეჭვმიტანილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე (გამოძალვა), 194-ე (ფულის გათეთრება), 332-ე (სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 342-ე (სამსახურეობრივი გულგრილობა) მუხლებით დანაშაულებების ჩადენაში." ოდნავ მოგვიანებით, რესპუბლიკური პარტიის ოფისში შეიკრიბნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც ასევე ბრიფინგი გამართეს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს გაერთიანებისკენ და ხვალ, პარლამენტის შენობის წინ შეკრებისკენ.
XS
SM
MD
LG