Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების


უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დათვლა, ამ ეტაპზე,

უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დათვლა, ამ ეტაპზე,
ბიულეტენების 90 პროცენტის შეჯამების შემდეგ, ჩანს, ჩიხში მოექცა. მცირე უპირატესობა აქვს პრემიერ-მინისტრ იანუკოვიჩის “რეგიონების პარტიას”. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მას 33,72 პროცენტი მიეხმრო. “იულია ტიმოშენკოს ბლოკი” მას ჩამორჩება, მისი შედეგი 31,11 პროცენტია. პრეზიდენტ იუშჩენკოს პარტიამ ჯერ-ჯერობით არჩევნებში მონაწილეთა 14,45 პროცენტი მიიმხრო. პრეზიდენტმა იუშჩენკომ უკრაინის უშიშროების ძალებს დაავალა “დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება”, თუ რატომ შეყოვნდა ბიულეტენების დათვლა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინში, სადაც იანუკოვიჩს ტრადიციულად, მეტი მომხრე ჰყავს.
XS
SM
MD
LG