Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიას


რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიას 1 დეკემბრამდე დატოვებენ.

რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიას 1 დეკემბრამდე დატოვებენ.
ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მეთაურის, ალექსანდრ ბარანოვის შესაბამის განცხადებას ავრცელებენ დღეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები. ბარანოვის თქმით, ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის სამხედრო სამსახურს, რუსეთში დაბრუნდება და სამსახურს იქ განაგრძობს. გაუკეთა რა კომენტარი საქართველოში ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებს, ბარანოვმა აღნიშნა, რომ ამის გამო რუს სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებული ზომები არ მიუღიათ. საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა 2008 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო.
XS
SM
MD
LG