რამდენიმე მათგანს გავიხსენებთ წლის შემაჯამებელ დღევანდელ მასალაში.
ზაკია ზაი
[ზაკია ზაის ხმა] “ამ რადიოში ერთად ვმუშაობთ მამაკაცები და ქალები, რადგან თუ მამაკაცები პატივს სცემენ ქალთა უფლებებს - ძმები დებისას, ქმრები ცოლებისას, მამები ქალიშვილებისას - მაშინ ქალთა უფლებები შეიძლება, რეალობად იქცეს”.
რადიოჟურნალისტ ზაკია ზაის ხმა ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხმა იყო, მაგრამ ის ჩააჩუმეს - წელს, 5 ივნისის ღამეს, როცა უცნობი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ მასთან სახლში და ჟურნალისტი ძილშივე მოკლეს.
ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 70-მა პროცენტმაც წერა-კითხვა არ იცის და რომელშიც პატრიარქალური ტრადიციები კვლავაც ძალიან მტკიცეა, ზაკია ზაკი დაუღალავად მოუწოდებდა ქალებსა და გოგონებს, ესწავლათ. და არა მარტო მოუწოდებდა: რადიო “სადა-ე-სულის” გაძღოლის გარდა, ახალგაზრდა ქალი სკოლის დირექტორიც იყო და ავღანეთის კონსტიტუციაზე მომუშავე საკრებულოს, “ლოია ჯირგას” წევრიც.
მას ბევრჯერ დამუქრებიან: აფრთხილებდნენ, მოგკლავთო. ვინ მოკლა საბოლოოდ - დღემდე არ არის ცნობილი. ის კი ნათელია, რომ ავღანელმა ქალებმა წელს მათი უფლებების ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური და უშიშარი დამცველი დაკარგეს.
ალიშერ საიპოვი
კორუფცია, ადამიანის უფლებათა ხელყოფა, სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა - ალიშერ საიპოვი ყოველ დღე წერდა ამ თემებზე. თუმცა, დიდხანს წერა არ დასცალდა: ყირგიზი ჟურნალისტი სულ 26 წლის იყო, როცა 24 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მისსავე სახლის მახლობლად, ქალაქ ოშში.
საიპოვი უზბუკერ ენაზე წერდა და, უწინარს ყოვლისა, მეზობელი უზბეკეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა: მან წელს დააარსა უზბეკურენოვანი გაზეთი “სიოზატი”, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა ყირგიზეთის მკვიდრ ეთნიკურ უზბეკებს შორის. თუმცა, ყველაზე უფრო გახმაურებული მოვლენა, რომელიც ალიშერ საიპოვს ჰქონდა გაშუქებული, 2005 წლის მაისში მოხდა: დემონსტრაციების სისხლში ჩახშობა ანდიჟანში (უზბეკეთის ქალაქში, ყირგიზეთთან საზღვრის მახლობლად). ალიშერ საიპოვმა საზღვრის ყირგიზულ მხარეზე ლტოლვილთა ბანაკიც მოინახულა, აღწერდა ანდიჟანიდან გაქცეული უზბეკების მძიმე ყოფას.
ჩვენს რადიოსთან უკანასკნელ ინტერვიუში, ჟურნალისტი შეშფოთებას გამოთქვამდა ყირგიზეთში მიმდინარე პროცესების გამოც: [ალიშერ საიპოვის ხმა] “ყირგიზეთში ამჟამინდელ მოვლენებში საშიშია ის, რომ რელიგიურ ჯგუფებზე ზეწოლა ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით შესაძლოა მცირე ჯგუფის წინააღმდეგ ბძროლის ფარგლებს გასცდეს. ხვალ, შესაძლოა, იგივე დაემართოს ოპოზიციას. რეპრესიები შესაძლოა მათ წინააღმდეგ, ან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ განახორციელონ. ჩვენ უკვე ვხედავთ ამის ელემენტებს: ყირგიზეთის უშიშროების აგენტები უთვალთვალებენ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჯაშუშობაში, ხოლო ოპოზიციის წევრებს - რელიგიურ ექსტრემისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. ეს ყველაფერი ჩემში დიდ შეშფოთებას იწვევს”.
ეს სიტყვები ალიშერ საიპოვმა მის მკვლელობამდე ორი თვით ადრე, წელს აგვისტოში წარმოთქვა ჩვენ რადიოსთან უკანასკნელ ინტერვიუში. სხვათა შორის, თავის დროზე ის ჩვენი რადიოს კორესპონდენტიც იყო, ბოლოს კი “ამერიკის ხმაში” მუშაობდა.
საკენ ტაუჟანოვი
უცნაური დამთხვევაა: ყაზახეთში ბოლო წლებში რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირა საგზაო შემთხვევებმა. ცოტას თუ ჯერა, რომ საქმე მართლაც დამთხვევას ეხება.
რად ღირს თუნდაც ბოლო მსხვერპლის მაგალითი: 37 წლის საკენ ტაუჟანოვს, რომელმაც სახელი გაითქვა კრიტიკული საინტერნეტო წერილებით, აგვისტოში სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. ის ქუჩაზე გადადიოდა შუაგულ ალმატიში. ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა როზლანა ტაუკინამ ჩამოთვალა 2002 წლის შემდეგ ავარიების შედეგად დაღუპული ჟურნალისტები. მათგან - ერთადერთის გარდა - ყველა ფეხით მიდიოდა, როცა მანქანა დაეჯახა.
[როზლანა ტაუკინას ხმა] “დაწყებული ჟურნალისტ ალექსეი პუგაევით - ის ავტოავარიაში მოყვა 2002 წელს, გაზეთ ევრაზიას აქვეყნებდა; ნური მოფტაკი ავტობუსმა გაიტანა - ის სხვა ავტობუსიდან ჩადიოდა, როცა ვიღაცამ ხელი კრა და საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალ ავტობუსს შეუგდო; ასხატ შარიპზანოვი გაიტანა მანქანამ 2004 წელს; იური ბაევი ურალსკში იყო გაზეთ “ტალაპის” რედაქტორი, როცა “ყაზახგეიტზე” წერა დაიწყო, ისიც ავტოავარიაში მოხვდა; ბატირხან დარიმბეტი მოყვა ავტოავარიაში - ყველას გვახსოვს, რომ ის რადიო “თავისუფალი ევროპა” - რადიო “ავისუფლების” ყოფილი კორესპონდენტი იყო, სათავეში ედგა გაზეთ “აზატს”; საკენ ტაუჯანოვი - ცნობილი ბოლოდროინდელი სტატიებით, რომლებიც აშკარად კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ - ისიც საავტომობილო ავარიაში ყვება; ეს მეტისმეტად ბევრი ავტოავარია ხომ არ არის?” მართლაც, სამწუხაროდ, გრძელი ჩამონათვალია.
შეშფოთებას იწვევს კიდევ ერთი ჟურნალისტის ბედი: ორალგაიშა ომარშანოვა წელს 30 მარტს გაუჩინარდა, სამხრეთ ყაზახეთში ეთნიკურ ყაზახებსა და ჩეჩნებს შორის მომხდარი შეტაკებების თემაზე მუშაობისას. ომარშანოვა რუსულ-ყაზახურ ყოველკვირეულ გაზეთ “კანონი და სამართლის” კორესპონდენტია. მას არაერთხელ დამუქრებიან წინა რეპორტაჟების გამო. ოჯახის წევრებმა და კოლეგებმა 30 მარტის შემდეგ არ იციან, რა ბედი ეწია ჟურნალისტს.
ხამაინ მუშინ ხალაფი
[ხამაინ მუშინ ხალაფის ხმა] “ქალბატონებო და ბატონებო, ნავთის ლამპარი ერთგულად ემსახურება ხოლმე ოჯახს, მის რამდენიმე თაობას. არავინ იცის ზუსტი თარიღი, როდის გამოიგონეს პირველი ლამპარი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ანტიკურ პერიოდში პირველად სწორედ ერაყელებმა დაიწყეს ზრუნვა თავიანთი გამოქვაბულების ცეცხლის ალით განათებაზე. ერაყელები “ლალას” უწოდებენ ნავთის ლამპრებს, რომლებიც პირველად 1940-იან წლებში გამოჩნდა, 50-იან და 60-იან წლებში დავიწყებას მიეცა და შემდეგ ისევ პოპულარული გახდა - ელექტრომომარაგებაში კრიზისის გამო. “
ეს იყო ნაწყვეტი ხამაინ მუშინ ხალაფის, რადიო თავისუფლების ერაყული სამსახურის კორესპონდენტის რეპორტაჟიდან. 4 აპრილს, როცა რეპორტაჟი პირველად გავიდა ეთერში, ხამაილი ერთი დღის დაკარგული იყო.
5 აპრილს კი მისი ოჯახის წევრებისა და კოლეგების ყველაზე უფრო საშინელი ვარაუდი გამართლდა: ხამაილი მოკლული იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ჟურნალისტ ქალს მისსავე სახლთან თავში ესროლეს.
ხამაინ მუშინ ხალაფის კარგად იცნობდნენ სახეზე მთელს ერაყში: ის ერაყის სახელმწიფო ტელევიზიაში მუშაობდა თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე. ჩვენს რადიოში კი, უწინარეს ყოვლისა, კულტურულ და სოციალურ პროგრამებს ამზადებდა, ხშირად ეხებოდა რიგითი ერაყელებისთვის მნიშვნელოვან საყოფაცხოვრებო პრობლემებს.
[ხამაინ მუშინ ხალაფის მეუღლის ხმა] “თვითონ ავადაც რომ ყოფილიყო, მძიმე სიტუაციაც რომ ჰქონოდა, ოჯახური ან სოციალური პრობლემებიც რომ ჰქონოდა, სამსახურეობრივ მოვალეობას მაინც პირველ ადგილზე აყენებდა”. ასე იხსენებს ხამაინ მუშინ ხალაფის მისი მეუღლე. ჩვენი კოლეგა სამი შვილის დედა იყო.
ნაზარ აბდ ალ-ვაჰიდ ალ-რაჰდი
ხამაინ მუშინ ხალაფის მკვლელობიდან ორი თვეც არ იყო გასული, რომ ჩვენი რადიოს ერაყულმა სამსახურმა კიდევ ერთი თანამშრომელი დაკარგა.
ნაზარ აბდ ალ-ვაჰიდ ალ-რაჰდი სამხრეთ ერაყის ქალაქ ალ-ამარაში მოკლეს. ის სასტუმროსთან იდგა, კოლეგებს ელოდებოდა, როცა დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომაქანიდან ესროლეს. თვითმხილველებისაგან ცნობილია, რომ ჩვენს კოლეგას რამდენიმე ტყვია მოხვდა და ადგილზევე მოკლა. ალ-რაჰდისაც, ისევე როგორც ზამაილს, ბევრჯერ მოუსმენია მუქარა - მუქარა მხოლოდ იმის გამო, რომ ჟურნალისტად მუშაობდა.
ჩვენს ამ ორ კოლეგას ძვირად დაუჯდა მუქარის უგულებელყოფა. მაგრამ, საბედნიეროდ, ერაყში კიდევ ბევრი მამაცი ჟურნალისტი მუშაობს. მათ და ყველა სხვა, საქმის ერთგულ კოლეგას - წარმატებებს და საფრთხეთა თავიდან აცილებას ვუსურვებთ. განვლილმა წელმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჟურნალისტობა სახიფათო პროფესიად რჩება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.